ბლოგი:
სექტემბერი 05, 2014
ავტორი Anika
თმის ცვენა 21 საუკუნის გლობალურ პრობლემად ითვლება. წლებთან ერთად, სულ უფრო მეტი ადამიანი უჩივის თმის ზედმეტად გათხელებას, მომეტებულ ცვენას, სიმშრალეს - მოკლედ, თმის ჯანსაღ ფორმაში შენარჩუნება უფრო და უფრო პრობლემური ხდება და ადამიანებს მეტი და მეტი ძალისხმევის დახარჯვა უწევთ ამ პრობლემასთან გასამკლავებლად და საბრძოლველად. და მაინც, რა ფაქტორები განაპირობებენ თმის ცვენას?
1. ნებისმიერი ტიპის ფიზიკური ტრავმა - ქირურგიული ოპერაცია, ავადმყოფობა, მათ შორის, გრიპიც - შეიძლება გახდეს დროებითი თმის ცვენის მიზეზი. თმას თავისი სასიცოცხლო ციკლი გააჩნია: ზრდის ფაზა, დასვენების ფაზა და ცვენის ფაზა. როდესაც ჩვენს ცხოვრებაში რამე ძალიან სტრესული ფაქტორი ჩნდება, ეს ზემონახსენები ციკლის არევას და თმის დიდი ნაწილის ბოლო ფაზაში გადასვლას უწყობს ხელს. ხშირად, თმის ცვენა ასეთი სტრესული ფაქტის დადგომიდან 3-6 თვეში ხდება შესამჩნევი. ფიზიკური სტრესის ერთ-ერთი ყველაზე ნათელი მაგალითი ორსულობაა, თუმცა ცვენა არა ორსულობის პერიოდში, არამედ მშობიარობის შემდგომ იწყება, როგორც წესი. გაგამხნევებთ და გეტყვით, რომ ეს ყოველივე დროებითია და თმა მალევე დაიწყებს ზრდას და თქვენი ვარცხნილობაც ჩვეულ ფორმას დაიბრუნებს.
2. A ვიტამინის გადაჭარბებული რაოდენობით მიღება - ამ ვიტამინის დღიური ნორმა მოზრდილებში შეადგენს IU 5.000-ს (International Units). თუ თქვენ ვიტამინების დანამატს იღებთ, რომელიც დიდი რაოდენობით A ვიტამინს შეიცავს, მაშინ ესეც შესაძლოა გახდეს თმის ცვენის მიზეზი. ექიმები როგორც გვარწმუნებენ, თუ თქვენ ვიტამინების მიღებას ნორმის ფარგლებში გააგრძლებთ, თმის ცვენაც შესაბამისად დარეგულირდება.
3. ცილების ნაკლებობა - თუ თქვენი საკვები რაციონი ცილებით ღარიბია და შესაბამისად, ორგანიზმიც საჭირო რაოდენობით ცილას ვერ იღებს, ეს ხშირ შემთხვევაში, თმის ცვენის მაპროვოცირებელი ფაქტორი ხდება. ექიმების თქმით, ცვენა ამ შემთხვევაში, ცილების მიღების შემცირებიდან 2-3 თვეში იწყება.
4. ანემია - სტატისტიკის თანახმად, ქალების 20-49 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში ათიდან ერთს რკინის დეფიციტითი გამოწვეული ანემია აღენიშნება - ყველაზე გავრცელებული ფორმა. მისი მოგვარება, როგორც წესი, სირთულეს არ წარმოადგენს: ექიმის დანიშნულებით ვიკეთებს სისხლის საერთო ანალიზს და ვადგენთ ანემიის არსებობას, რომლის დაკორექტირებაც შესაბამისი რკინის პრეპარატით არის შესაძლებელი.
5. ჰიპოთირეოზი, იგივე ფარისებრივი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება - ესეც ანემიის მსგავსად მოგვარებადი მდგომარეობაა: ვიტარებთ გამოკვლევებს, ვადგენთ ჰიპოთირეოზის არსებობას და ექიმის მიერ დანიშნული მედიკამენტით ვახდენთ ამ ჰორმონის დონის დარეგულირებას. შესაბამისად, მწყობრში მოდის თმის ცვენაც.
ამ ძირითადი ფაქტორების გარდა, არის კიდევ მემკვიდრეობითი, გარკვეული ჰორმონალური ფონით განსაზღვრული, ემოციური სტრესით გამოწვეული ფაქტორებიც, რომლებზეც ცალკე პოსტში მოგიყვებით. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას, პერიოდულად ჩაიტარეთ გამოკვლევები და იყავით ჯანმრთელები!
მომდევნო პოსტამდე,
ანიკა