ბლოგი:
აპრილი 26, 2012
ავტორი Anika
სილამაზეზე ზრუნვის პროცესში, მგონი, თმა ის ელემენტია, რომელსაც ყველაზე ნაკლებ ყურადღებას ვუთმობთ. კვირაში ორჯერ სალონში გასწორება/დავარცხნას არ ვულისხმობ - მოვლაზე გესაუბრებით. ჩემს მიერ გამოკითხული მეგობრების და ნაცნობების სტატისტიკამ მიჩვენა, რომ ყველაზე ნაკლებ თანხას თმის მოვლის საშუალებებზე ხარჯავენ. არადა, წლები, კანის გარდა, თმის მდგომარეობაზეც არსებითად აისახება: დროთა განმავლობაში თმა იფიტება და გამომშრალ ელფერს იძენს, ძველებური ჯანსაღი ბზინვარება და მოცულობა ქრება, ჩნდება ჭაღარები. საბოლოოდ, ერთ დღესაც, თმების სრულად მუჭაში მოქცევით აღმოაჩენთ, რომ თმის დიდი ნაწილი თვალსა და ხელს შუა სადღაც გაუჩინარდა.
ექიმებს თუ დავუჯრებთ, თმის ცვენა 21-ე საუკუნის სენი უნდა იყოს. შესაძლოა, მართლაც ასეა, ყოველ შემთხვევაში, კვლევები იმაზე მიუთითებს, რომ სულ უფრო მეტი ადამიანი (არა მხოლოდ ასაკშიშესული მამაკაცები, არამედ ქალებიც) უჩივის თმების გახშირებულ ცვენას.
ამ პრობლემის მოგვარების გზაზე, პირველი პუნქტი აუცილებლად ექიმთან კონსტულტაცია და შესაბამისი გამოკვლევების ჩატარებაა, იმისათვის რომ დადგინდეს, არსებობს თუ არა თმის ცვენის განმაპირობებლი პირობები ჩვენს ორგანიზმში. აქ უკვე მკურნალობის კურსს და ჩასატარებელ ქმედებებს კონკრეტული ექიმი გასაზღვრავს.
იმ შემთხვევაში, თუ ზემოთხსენებულმა დიაგნოსტიკამ, ასე ვთქვათ “სუფთად” ჩაიარა, მაშინ თამამად შეგიძლიათ თმების გაჯანსაღებაზე ზრუნვა საკუთარ თავზე აიღოთ.
თმებისთვის მოცულობის და სისქის მომატების ეფექტის მქონე პროდუქციის შეძენა ყველაზე მარტივი და იოლი, თუმცა იმავდროულად დროებითი ეფექტის მქონე მეთოდია თმებისთვის მოცულობის დასაბრუნებლად. ამიტომაც ექიმები, შამპუნებისა და ნიღბების გარდა, შესაბამისი დანამატების მიღებასაც გვირჩევენ თმების შიგნიდან გასაჯანსაღებლად: მაგალითად, ყოველდღიურად 1000 მიკროგრამი ბიოტინის (B ჯგუფის ვიტამინების ერთ-ერთი ნაირსახეობაა) და 500 მილიგრამი ნიაცინის მიღება დასუსტებულ თმას მოძლიერებაში დაეხმარება-ო, გვარწმუნებენ ისინი.
გარდა ამისა, დიდი არჩევანი არსებობს ადგილობრივად, თმის ძირებში შესაზელი პროდუქტების მხრივაც. პირადი გამოცდილებიდან გამომდინარე შემიძლია გითხრათ, რომ Rene Furterer-ის თმის მოვლის ხაზიდან RF80 Concentrated Hair Strengthening Formula (ამპულებში მოთავსებული კონცენტრატი), შესაბამის შამპუნთან და დანამატთან ერთად საკმაოდ ეფექტური აღმოჩნდა. გარდა ამისა, Vichy Dercos Aminexil Sp94® Anti Hair-loss Treatment for Women-ის დადებითი შედეგების შესახებაც მსმენია განსხვავებული ასაკობრივი ჯგუფის ქალებისგან. საქართველოში, ამ ორი ყველაზე მეტად გავრცელებული პროდუქტის გარდა, სხვა ალტერნატივების მოძიებაც არის შესაძლებელი - მთავარია, გადაწყვიტოთ, მოინდომოთ და დაწყებული ბოლომდე მიიყვანოთ და შედეგიც აუცილებლად იქნება.
ვიდრე დაგემშვიდობებოდეთ, ერთ ნიღაბს გაგიზიარებთ, “სახლურ-ძველებური” მეთოდებით მზადდება: 1 ს.კ აბუსალათინის ზეთი, 1 ს.კ. სამედიცინო სპირტი და 1 კვერცხის გული აურიეთ და შეიზილეთ თმის ძირებში. ამ ნიღბის თმაზე დატოვება 1-2 საათის განმავლობაში შეგიძლიათ. შემდეგ ჩვეულებრივ, შამპუნით ჩამოიბანეთ. გამოყენების სიხშირეს რაც შეეხება, შეგიძლიათ კვირაში ერთი ნიღაბი გაიკეთოთ, ზედიზედ 4-5 კვირის განმავლობაში, დაისვენოთ და შემდეგ ისევ გაიმეოროთ.
დროებით, მომდევნო პოსტამდე!
ანიკა