ბლოგი:
სექტემბერი 25, 2016
ავტორი Anika
ყოველთვის მიმაჩნდა, რომ ადამიანს ყველაზე მეტად ბუნებრივი თმის ფერი უხდება, ის, რომლითაც დაიბადა. თუმცა, ისეც ხდება ხოლმე, თმის ფერის მცირეოდენი გადახალისებაც კი საკმაოდ სასიამოვნო ეფექტს იძლევა, ზოგ შემთხვევაში კი რადიკალური ტრანსფორმაცია ამართლებს. მოკლედ, ამაზე დავა ალბათ არ ღირს, ვინაიდან გემოვნების და ინდივიდუალური მიდგომის ამბავია, თუმცა, პროფესიონალების რამდენიმე საინტერესო მოსაზრება მაინც შეგვიძლია მოვისმინოთ, რა იცით, რაში გამოგვადგება. მათი თქმით, თმის ფერის შერჩევა სახის ტიპის - კანის და თვალების ფერის მიხედვით არის შესაძლებელი და ეს მეთოდი ძალიან ამართლებს. მოკლედ, რა კატეგორიები გვაქვს:
გაზაფხული - ამ კატეგორიის ქალებს ღია ფერის კანი და ცისფერი თვალები აქვთ. ხშირ შემთხვევაში, საქმე ბუნებრივად ქერა ან მოწითურო ტონალობის თმის მქონე ადამიანებთან გვაქვს. მათ მხოლოდ თბილი, მშვიდი ფერები უხდებათ: მოოქროსფრო, ქვიშისფერი, ქერა ტონალობები უხდებათ. მაკიაჟსა და ჩაცმულობაში პასტელური ფერები ძალიან ჰარმონიული იქნება მათ გარეგნობასთან. აი, შავი და მუქი ყავისფერი თმის ფერი კი არ არია რეკომენდებული, ვინაიდან სახეს არამეტყველს და ჩამქრალს გამოაჩენს.
ზაფხული - ასეთ გოგონებს ცივი კანის ფერი და ღია ან მუქი შეფერილობის თმა აქვთ და ცისფერი ან მწვანე თვალები. აქ სპეციალისტები მონაცრისფრო-მოვერცხლისფრო ტონალობებს და თბილი ნათელი ფერებისგან თავის შეკავებას გვირჩევენ.
შემოდგომა - ამ ტიპს სლავური გარეგნობის გოგონები მიეკუთვნებიან: თბილი ფერის კანი, ღია ფერის თვალები, წაბლისფერი ან მოწითურო თმა. თუ თქვენ ამ კატეგორიას მიეკუთვნებით, არც იფიქროთ თმის შავ ან ძალიან ღია ქერად გადაღებვა, ასე მხოლოდ ვულგარულ იერს შეიძენთ. საუკეთესოა შოკოლადისფერის, წითლის, წითურის, ქერას ვარიაციები.
ზამთარი - ამ ტიპის გოგონებს ძალიან ფერმკრთალი სახის კანი და ძალიან მუქი, ხშირად შავი ფერის თმა გამოარჩევთ. აქ იდეალური თმის ფერის შერჩევა საკმაოდ რთული საქმეა, ამიტომაც სპეციალისტები მხოლოდ ცივ ქერას უწევენ რეკომენდაციას.
ეს ყველაფერი კარგია, მაგრამ საინტერესოა რას ურჩევენ სპეციალისტები ჩემ მსგავსად მუქი ყავისფერი თვალების, შავი თმის და ზეთისხილისფერი კანის მქონე გოგონას? მგონი, ვერც ვერაფერს. საკუთარი გამოცდილებით გარწმუნებთ, რომ ბუნებრივად შავი ფერის თმას სჯობს ხელი არ ახლოთ.
მომდევნო პოსტამდე,
ანიკა