წინამდებარე ვებ-გვერდი იყენებს „ქუქის“ და ინფორმაციის შეგროვების სხვა საშუალებებს. წინამდებარე ვებ-გვერდის შემდგომი გამოყენებით თქვენ აცხადებთ თანხმობას, გამოიყენოთ „ქუქის“ და სხვა შესაბამისი საშულებები. კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დადასტურება

თმის გამოცოცხლება გაზაფხულზე

ბლოგი:
აპრილი 17, 2013
ავტორი Anika
ჩემგან არ გესწავლებათ, თუ რა სახის სტრესის გაძლება უწევს ჩვენს თმებს ზამთრის განმავლობაში: ყინვა, ქარი, თოვლი. ეს ყველაფერი კი პოზიტიურად ნამდვილად არ აისახება თმის მდგომარეობაზე. ამიტომაცაა, რომ გაზაფხულზე, ისევე როგორც სახის კანს, თმებსაც გამოჯანსაღება და სიცოცხლისუნარიანობის დაბრუნება სჭირდება. ჰოდა, დღეს სწორედ იმ ნიღბებზე და მოვლის საშუალებებზე მოგიყვებით, რომლებიც ამ პროცესში გამოგვადგება.

e68b0b0822ee5c65e8ff2ff41d9d27ff

Davines-ის ფირმის თმის ნიღაბი Nourishing Hair Building Pak მანდარინის და ილან-ილანგის ეთერზეთებზეა დამზადებული, დამატებით ყურძნის ფიტოაქტივს და კერატინს შეიცავს, რისი წყალობითაც თმის სტრუქტურის აღდგენის უნიკალური უნარი გააჩნია. სისტემატური გამოყენების შემთხვევაში კი დიდი ხნით შეგიძლიათ დაივიწყოთ გაყოფილი თმის ბოლოები. თბილისში ეს ნიღაბი არ შემხვედრია, მაგრამ წარმატებით იყიდება ონლაინ-მაღაზია Amazon.com-ზე და 30 დოლარი ღირს.

e70501fdee073b635b35669b22e24f25

წინა პროდუქტთან შედარებით გაცილებით იაფი ღირს და საკმაოდ ეფექტურია John Frieda-ს აღმდგენი ნიღაბი Full Repair, რომელიც მასში შემავალი ომეგა-3-ის დახმარებით თმებს მთელ სიგრძეზე კვებავს და ამაგრებს. მისი რამდენჯერმე გამოყენების შედეგად თმები გაცილებით რბილი და დამჯერე ხდება. ამ ნიღაბის შეძენაც Amazon.com-ზე შეგიძლიათ ყველასათვის ხელმისაწვდომ ფასად.

12518178d1158d7cb02eb02afdf1e7c5

თბილისში უკვე კარგად ცნობილი Rene Furterer-ის თმის მოვლის ხაზიდან გამოვყოფდი Carthame Gentle Hydro-Nutritive-ს მკვებავ ნიღაბს, რომელიც კარტამის ზეთს შეიცავს (სახელწოდებიდან მიხვდებოდით) და სკალპს კარგად კვებავს. ამას გარდა, ნიღაბში შედის თმის კერატინის აღმდგენი მიკროემულსიური ცვილი და ვიტამინი B5. ნიღაბი უნდა დავიტოვოთ 2-5 წუთი.

c5e63a74f3c73065ea93617a442bf0ef

და ბოლოს, ლორეალის პრემიალური თმის მოვლის საშუალებების ხაზიდან არ მინდა გამომრჩეს ჩემი საყვარელი პროდუქტი: ნიღაბი Keratase Elixir Ultime, რომელიც მასში შემავალი ოთხი ზეთის წყალობით (სიმინდის მარცვლების, არგანის, კამელიის და pracaxi-ს ხის) იდეალურად კვებავს და აღადგენს თმის სტრუქტურას. სპეციალისტები ამ ნიღბის გამოყენებას კვირაში ერთხელ, 5-10 წუთის განმავლობაში გვირჩევენ.

მომდევნო პოსტამდე,

ანიკა

მსგავსი ბლოგები