წინამდებარე ვებ-გვერდი იყენებს „ქუქის“ და ინფორმაციის შეგროვების სხვა საშუალებებს. წინამდებარე ვებ-გვერდის შემდგომი გამოყენებით თქვენ აცხადებთ თანხმობას, გამოიყენოთ „ქუქის“ და სხვა შესაბამისი საშულებები. კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დადასტურება

თმის მოვლა ზაფხულის ცხელ დღეებში

ბლოგი:
ივლისი 18, 2012
ავტორი Anika
ისევე როგორც სხეულს სჭირდება წყალი საარსებოდ, ასევეა თქვენი თმაც: მნიშვნელოვანია, მისი სათანადოდ დატენიანება საიმისოდ, რომ მან ტენიანობა შეინარჩუნოს და ჯანსაღად გამოიყურებოდეს.

სპეციალისტები ამბობენ, რომ თმისთვის წყლის ფუნქციას კონდიციონერი ასრულებს, ეს განსაკუთრებით თვალსაჩინო ზაფხულის ცხელ დღეებში ხდება. ამიტომაც, თუ მათ რჩევას გავითვალისწინებთ, შეგვიძლია თმის დასველება-დაბანის გარეშე, თმის ბოლოებზე, ორ დღეში ერთხელ მშრალი კონდიციონერი შევიშხუროთ.



Sulfate free shampoo called Delicate Color



ბოლო პერიოდის საინტერესო აღმოჩენა შამპუნების ის კატეგორიაა, რომლებიც სულფატს არ შეიცავენ - ე.წ. sulfate-free shampoo. დერმატოლოგები აცხადებენ, რომ ზოგადად, შამპუნის ქაფი სკალპს ტენიანობას აცლის, მაშინ როცა თმის გამწმენდი კონდიციონერები (cleansing conditioner) ბუნებრივ ზეთებს შეიცავენ და თმას სკალპის ზედა ფენის მოცლის გარეშე, “ჯანმრთელად” ასუფთავებენ.

ზაფხული იდეალური დროა თმების “დასასვენებლად”: დროებით გვერდზე გადადეთ თმის საშრობები, უთოები, დასახვევი საშუალებები, თმის მუსები და ლაქები. შეეცადეთ ამ პერიოდში თმები ბუნებრივად გაიშროთ და შემდეგ ვარცხნილობა ზაფხულის გუნება-განწყობის შესაბამისი აქსესუარებით გაიხალისოთ.

Macadamia-oil hair smoother

ზეთოვანი ნიღბები იდეალურია თმის წყლის ბალანსის შესანარჩუნებლად და აღსადგენად. ამიტომაც, კარგი იქნება, თუ სახლში თმის ნიღბის მომზადებისას, მასში მცირე ოდენობის ქოქოსის ან ავოკადოს ზეთსაც გაურევთ. ეს ზეთები სილიკონს არ შეიცავენ და ამიტომაც, ისინი თმისთვის ერთგვარი ლოსიონის ფუნქციას ასრულებენ და თმას არც გადამეტებულ მოცულობას მატებენ და არც ზედმეტად ფაფუკს და მსუბუქს ხდიან.

ვინც ფიზიკურად აქტიურ ცხოვრებას ეწევით და სატრენაჟორო დარბაზს ხშირად სტუმრობთ, შეგიძლიათ სპეციალისტების შემდეგი რჩევა გაითვალისწინოთ: სავარჯიშო დარბაზში მისვლამდე, თმებზე კარგად შეიზილეთ ნიღაბი ან თმის ზეთი, შეიკარით და აიწიეთ თმა და შეუდექით ვარჯიშს. ვარჯიშის დასრულების შემდეგ კი, თავზე პლასტიკატის ქუდი გაიკეთეთ და ცოტა ხნით ორთქლის საუნაში შედით: ასე თმების იდეალურად დატენიანებას შეძლებთ.

Hair Repair Oil Nutritive Shampoo with Liquid Keratin

და ბოლოს, შეღებილი თმის ფერის მაქსიმალურად შესანარჩუნებლად, კარგი იქნება ზაფხულის პერიოდში თუ კერატინის შემცველ თმის საშუალებებს გამოიყენებთ - ისინი თმის ღერებს ერთგვარ დამცავ ფენას უქმნიან და ამით თმა გაცილებით ნაკლებ მგრძნობიარე ხდება სიცხისადმი.

დღეისთვის სულ ეს იყო,

მომდევნო პოსტამდე,

ანიკა



მსგავსი ბლოგები