ბლოგი:
ნოემბერი 11, 2015
ავტორი Anika
ზამთრის ცივი დღეების დადგომასთან ერთად მოვლის განსხვავებულ რეჟიმზე გადასვლა არამხოლოდ ჩვენს კანს, არამედ თმასაც ესაჭიროება. ყველაზე მთავარი პრობლემა ცივ სეზონზე თმის უცნაური აფუებაა: თმა დაუმორჩილებელი, თითქოს დამუხტული და ულამაზოდ გაფუებული ხდება. ეს ყველაფერი ტენიანობის ნაკლებობის ბრალია, რაც ცივ სეზონზე სრულიად მოსალოდნელი რამაა. ამიტომაც, სპეციალისტები დაბანის შემდეგ, თმაზე პირსახოცის შემოხვევას და 10 წუთით ასე გაჩერებას გვირჩევენ. ზამთარში სველი თმის დავარცხნა არ არის ზოგადად რეკომენდირებული: უმჯობესია, ცოტა გაშრობა დავაცადოთ და შემდეგ უკვე მსხვილკბილებიანი სავარცხლით დავივარცხნოთ. ტალღვანი თმის შემთხვევაში კი ყველაფერი პირიქითაა: ამ დროს მშრალის თმის გამოვარცხნა არ არის სასურველი. სჯობს, ხარისხიანი სპრეი ან ჩამობანას რომ არ ითხოვს ისეთი კონდიციონერი გამოვიყენოთ და შემდეგ თმა მარტივად ხელით მოვიწესრიგოთ, უბრალოდ მივცეთ მიმართულება და ფორმა.
თმის სწორად გაშრობასაც დიდი მნიშვნელობა ენიჭება. შეიძლება ყურადღებას არც ვაქცევდეთ ცხელი საშორბის ნაკადი როგორ და რა მიმართულებით არის მიმართული, მაგრამ თუ სტილისტებს დავუჯრებთ, ჰაერის ნაკადს თმის ზრდის მიმართულებით თუ მივმართავთ - ძირებიდან ბოლოებისკენ - და ასე გავიშრობთ, ასე თმა გაცილებით სწორი და მბზინვარე იქნება.
ცივ ამინდში თმის მოვლის არსენალს აუცილებლად უნდა დავამატოთ ზეთი ან სპეციალური შრატი. ძვირადღირებული ბრენდების ზეთების შეძენის იდეა თუ დიდად არ გხიბლავთ, ყოველთვის შესაძლებელია ბუნებრივი ზეთების გამოყენება: მაგალითად, ქოქოსის ზეთი (გამომიცდია და ფანტასტიურია!), არგანის ან ნუშის ზეთი - ისინი თმის ზედაპირზე დამცავ ბარიერს ქმნიან.
დამატებითი დაცვისთვის, შამპუნის შემდეგ აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ ბალზამი ან კონდიციონერი. არ დაგავიწყდეთ, რომ სახლში და ოფისში არსებული გათბობის სისტემები თმას და კანს ტენიანობას აკარგიენებენ, რაც მის გამოშრობას იწვევს.
თმის მოვლის საშუალებების ეტიკეტზე თუ გლიცერინი ან alpha hydroxy acids ან lactic glycolic acid არის აღნიშნული, ეს კარგია - ასეთი ინგრედიენტები თმის დატენიანებას უწყობენ ხელს და ძალიან კარგი ეფექტი აქვთ, დაზიანებული თმის აღდგენაშიც.
და ბოლოს, გარეგანი მოვლის გარდა, არანაკლებ მნიშვნელოვანია ჩვენი ორგანიზმის შიგნიდან მომზადება: ომეგა-3 ცხიმ-მჟავებით მდიდარი საკვების მიღება, როგორიცაა ცხიმიანი თევზი, სელის მარცვლები, ისპანახი, ყვავილოვანი კომბოსტო, ბროკოლი.
მომდევნო პოსტამდე,
ანიკა