ბლოგი:
ოქტომბერი 23, 2013
ავტორი Anika
არ ვიცი, დაკვირვებიხართ თუ არა, რომ ადრე კოსმეტიკის მწარმოებლების ძალების მეტი წილი კანის მოვლის საშუალებებზე მოდიოდა და ყველაზე მეტ სიახლეებსაც ამ მიმართულებით ვხვდებოდით. დღეისთვის ეს მოცემულობა შეიცვალა და ამ ეტაპზე არანაკლები ყურადღება ეთმობა უკვე თმის მოვლის საშუალებებსაც, რის ლოგიკურ გაგრძელებად შეგვიძლია ჩავთვალოთ ის ფაქტი, რომ სეზონიდან სეზონამდე თმის მოვლის საშუალებებში არანაკლებ სიახლეებს და ინოვაციებს ვხვდებით. სიახლეებს რომ არ ჩამოვრჩეთ, დღევანდელ პოსტში ამ სეზონისთვის შემოთავაზებული თმის მოვლის ახალ, საინტერესო პროდუქტებს გაგაცნობთ.
INSTANT FILLER DERCOS TECHNIQUE, VICHY - შრატი-ფილერი გამომშრალი და დაზიანებული თმის აღსადგენად. როგორც სათაურიდან მიხვდით, შრატი მშრალი, მსხვრევადი, გათხელებული და შეღებილი თმისთვის არის განკუთვნილი და ის შამპუნით დაბანის შემდეგ, ბალზამის ან ნიღაბის წასმამდე უნდა გადავისვათ. ინოვაციური მოლეკულა ფილოქსანის წყალობით, თმის მოვლის სხვა საშუალებების სასარგებლო თვისებები (შამპუნის, ბალზამის) თმის ზედაპირზე არ რჩება და მის სიღრმეში აღწევს. რაც მთავარია, პროდუქტი არ შეიცავს პარაბენებს, საღებავებს და სასიამოვნო, ყვავილოვანი სურნელი აქვს.
MARINE MOISTURE, MARLIES MOLLER - Hair & Root Beauty-ის კომპლექსი სამ აქტიურ ნივთიერებას იყენებს: ვაშლის ექსტრაქტი იცავს და ამაგრებს თმას; ქაშმირის პროტეინები აღადგენენ და ელასტიურობას უბრუნებენ; ლეციტინით, ფიტოსტეროლით და A, E, D ვიტამინებით მდიდარი ავოკადი კი ბზინვარებას ანიჭებს თმას. ამ ყველაფერთან ერთად, შამპუნს ანტისტატიკური ეფექტი აქვს.
BOUCLE CURLS, YVES ROCHER - შამპუნი და ბალზამი ხვეული თმისთვის. ბაობაბის ხის ფოთლების ექსტრაქტზე დამზადებული ახალი პროდუქტი მდიდარია ფიქსაციის უნარის მქონე პოლისახარიდებით, რომლებსაც მეტსახელად ბუნებრივ “ბიგუდებს” უწოდებენ. ისინი თმას ბუნებრივ ფორმას უნარჩუნებენ და ხვეულ თმას სიმყარეს ანიჭებენ. ამას გარდა, შამპუნი და ბალზამი თმას კვებავენ და მის დავარცხნას ამარტივებენ. ორივე პროდუქტი 95-98%-ით ნატურალური კომპონენტებისგან შედგება და არ შეიცავს სილიკონს.
BLOW & GO THICK И BLOW & GO SMOOTH, OSIS+ - სპრეი ვარცხნილობისთვის მოცულობის და გასწორებული ეფექტის მისანიჭებლად. ამ სიახლეების შემადგენლობაში შემავალი ინგრედიენტები საგრძნობლად ამცირებენ თმის საშრობით დავარცხნის დროს. გლიცერინი და პანთენოლი ატენიანებენ თმას და იმ ზიანს აკომპენსირებენ, რომელიც თმას ცხელი ფენით გაშრობის დროს ადგება.
მომდევნო პოსტამდე,
ანიკა