წინამდებარე ვებ-გვერდი იყენებს „ქუქის“ და ინფორმაციის შეგროვების სხვა საშუალებებს. წინამდებარე ვებ-გვერდის შემდგომი გამოყენებით თქვენ აცხადებთ თანხმობას, გამოიყენოთ „ქუქის“ და სხვა შესაბამისი საშულებები. კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დადასტურება

თმის მოვლის თავისებურებები 30, 40 და 50 წლის ასაკში

ბლოგი:
თებერვალი 15, 2015
ავტორი Anika
წლებთან ერთად ჩვენი თმა თხელდება - ეს სამწუხარო რეალობაა, რომელიც უნდა მივიღოთ როგორც ფაქტი, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ფარ-ხმალი დავყაროთ და არაფერი გავაკეთოთ თმის გაჯანსაღებისა და მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის. მოვლა და მზრუნველობა თმას ასაკის შესაფერისად ესაჭიროება: 30 წლის ასაკში განსხვავებული საჭიროებებია, 50 წლის ასაკში კი კონკრეტული სპეციფიკური ზომებია მისაღები. მოდით მოვუსმინოთ რას გვეუბნებიან ექიმები და ამ სფეროს ექსპერტები, სხვადასხვა ასაკში თმის მოვლასთან დაკავშირებით.

30 წლის ასაკში თმის მოვლის ამოსავალი წერტილი იგივეა, რაც კანის მოვლისთვის: დატენიანება. თმის დატენიანების სიმცირეს საბოლოოდ თმის სიმშრალემდე მივყავართ, ამიტომაც, მნიშვნელოვანია, თმის სათანადო დატენიანება უზრუნველვყოთ. ამისთვის კი იდეალური საშუალებაა კონდიციონერები და სპეციალური ნიღბები.  მართალია, ვისაც ისედაც ბუნებრივად თხელი თმა აქვს, მათთვის კონდიციონერი მიზანშეწონილი არ არისო, ამასაც ბევრჯერ მოისმენდით, თუნცა სპეციალისტები გვარწმუნებენ, რომ კონდიციონერის მოხმარება ნებისმიერი თმის ტიპისთვის არის მიზანშეწონილი, მთავარია, ზუსტად თქვენი თმის ტიპზე იყოს მორგებული პროდუქტი.

გარდა ამისა, გაითვალისწინეთ, რომ თმის ლიპიდურ ბალანსზე და მის ზოგად მდგომარეობაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს თმის სხვადასხვა ტიპის ვარცხნილობებისთვის განკუთვნილი ცხელი მოწყობილობები (თმის საშრობი, უთო, სტაილინგის სხვა საშუალებები) .

315@415@5029f62538987a8ccac5b40c4fa10aaa-Mzk2NTI4NzBiZA

40 წლის ასაკში თმის მოვლას რაც შეეხება, აქ აუცილებლად უნდა აღნიშნოს კანის დამცავი ცხიმის რაოდენობა წლებთან ერთად კლებულობს, შესაბამისად თმის ღერიც სულ უფრო გამომშრალი ხდება. ამიტომაც, ამ ეტაპზე იდეალური კონკრეტულად თავის კანის მკვებავი ნიღბების და პროდუქციის გამოყენება, რომელიც ძირებიდან უზრუნველყოფს თმის კვებას.

თმის შეღებვას რაც შეეხება, გასათვალისწინებელია რჩევა იმის შესახებ, რომ ამ ასაკში თმა ბუნებრივთან შედარებით რამდენიმე ტონალობით უფრო ღია ფერზე შეიღებოთ - ასე წლებს მოიკლებთ და გაცილებით ახალგაზრდა იერს მიიღებთ.

და კვება, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია - 40 წლის ასაკში, თმის ღერების ჯანმრთელობისა და სიმკვრივისათვის აუცილებელი კვების რაციონში საკმარისი რაოდენობით ბოსტნეულის და ცილების შეტანა. სქელი თმისთვის საკვები პროდუქტებიდან საუკეთესოა მაკადემიას თხილი და ბროწეული. თუ თქვენ გრძელ თმას ატარებთ და ბოლო პერიოდში ცვენას და თმის ღერის გაყოფას უჩივით, მაშინ ექიმები კალციუმის და თუთიის შემცველი ვიტამინების კომპლექსის მიღებას გვირჩევენ.

665@495@8b1eec7de048481cc2e4309d7b55c435-OTBiNTVhMTMxMw

50 წლისთვის ქალების დიდი ნაწილი მენოპაუზის მდგომარეობას აღწევს, რაც თავის მხრივ, ნეგატიურად აისახება თმის მდგომარეობაზეც: ამ შემთხვევეში ადგილი აქვს თმის ინტენსიურ გაჭაღარავებას და გამოფიტვას. ამიტომაც, სპეციალისტები გვირჩევენ კვირაში ორჯერ თმის ღრმა აღდგენისთვის განკუთვნილი ნიღბები გამოვიყენოთ. ამას გარდა, რეკომენდირებულია მენიუში B ჯგუფის ვიტამინებით და ცილებით მდიდარი პროდუქტების (ხორცი, ხღვის პროდუქტები, ლობიო, თხილი) შეტანა და ისეთი მნიშვნელოვანი მინერალების მიღება, როგორიცაა თუთია, კალციუმი, რკინა, თითბერი, სილიციუმი (რკინა თმის ფოლიკულს და ძირს ჟანგბადით ამდიდრებს).

ამდენად, 50 წლის ასაკისთვის და მის ზემოთ, ჰორმონალურ ფონზე მიმდინარე ცვლილებების გათვალისწინებით, სპეციალისტები რეკომენდაციას უწევენ თმაზე ისეთი პროცედურების ჩატარებას, როგორიცაა თმის ფოლიკულების მასტიმულირებელი ლაზერული თერაპია, მეზოთერაპია, სხვადასხვა ტიპის სპა თერაპიები.

მსგავსი ბლოგები