ბლოგი:
ნოემბერი 30, 2016
ავტორი Anika
როგორ უნდა მოვუაროთ სახის კანს 30 წლის ასაკში და როგორ უნდა მოვუაროთ კანს უკვე 40 თუ 50 წლის ათწლეულებში - ამაზე ანიკას ბლოგში უკვე ვისაუბრეთ. დღეს მინდა სპეციალისტების რჩევები გაგიზიაროთ იმასთან დაკავშირებით, თუ რა განსხვავებაა თმის მოვლის რუტინაში ასაკობრივი კატეგორიების მიხედვით - სხვაობა საკმაოდ მნიშვნელოვანი ყოფილა და მოდით ერთად გავერკვიოთ რა ხდება ამ მხრივ.
როგორ ვიქცევით 30 წლის ათწლეულში? თმის სპეციალისტები გვირჩევენ, თმის და თავის კანის სიჯანსაღეზე ზრუნვა მაქსიმალურად დროულად დავიწყოთ. რაც უფრო ასაკი გვემატება, თმა სულ უფრო თხელი ხდება - სამწუხარო სტატისტიკაა, მაგრამ უტყუარი. ამიტომაც, ამოსავალი წერტილი 30 წლის ასაკიდან თმის მოსავლელად, ისევე როგორც კანის მოვლის მიმართულებითაც, არის დატენიანება. თმაში ტენიანობის დაქვეითება სიმშრალეს იწვევს, ამიტომაც აუცილებელია ხარისხიანი კონდიციონერის გამოყენება, რომელიც თმას დაატენიანებს, მორჩილს და რბილს გახდის მას. დატენიანების გარდა, მნიშვნელოვანია ცხელი ჰაერით თმის გაშრობის მავნე ეფექტის გათვალისწინებაც: მესმის, ძალიან ძნელია გვერდი აუარო სილამაზის სალონში გამოცდილი სტილისტის მიერ იდეალურად გაკეთებულ ვარცხნილობას, მაგრამ სისტემატურად და ხშირად ცხელი საშრობის გამოყენება ცუდად მოქმედებს თმის ცხიმოვან ფენაზეც და ზოგადად თმის მდგომარეობაზე.
40 წლის ასაკისთვის დატენიანების გარდა, თმას დამატებითი საჭიროებები უჩნდება. დროთა განმავლობაში თმის დამცავი ცხიმოვანი შრის რაოდენობა სულ უფრო კლებულობს, რის შედეგადაც თმის ღერები შრება. კომპლექსური მოვლისთვის თმას უკვე დამატენიანებელ თვისებებთან ერთად ისეთი მოვლის საშუალებები ესაჭიროება, რომლებიც გათხელებულ თმის ღერებს მავნე ფაქტორების ზემოქმედებისგან მაქსიმალურად დაიცავს, გააძლიერებს თმის ღერს, იზრუნებს თავის კანის გამოკვებაზე და თმის აღდგენაზე ძირებიდან მთელ სიგრძეზე. მათ ვინც თმას იღებავს, სტილისტები ბუნებრივ თმის ფერთან შედარებით რამდენიმე ტონალობით ღია ფერის შერჩევას ურჩევენ - ასე შედარებით ახალგაზრდული იერი გექნებათ.
მოვლის გარდა, 40 წლისთვის მნიშვნელოვანია ასევე საკვები რაციონი, რომელიც მაქსიმალურად უნდა იყოს გაჯერებული ბოსტნეულით და ცილებით. თმის კვებისთვის კარგი წყაროა თხილეული და ბროწეული. თუ თმის ბოლოები გეყოფათ და ცვენა გაწუხებთ, ასეთ შემთხვევაში რეკომენდებულია კალციუმის და თუთიის შემცველი ვიტამინების კომპლექსის მიღება.
50 წლისთვის წინა პლანზე იწევს ჭაღარა და გამოფიტული თმა. ამისთვის ყოველკვირეული თმის მოსავლელი შამპუნის და კონდიციონერის გარდა აუცილებლად კვირაში ორჯერ უნდა გამოიყენოთ თმის ღრმად აღმდგენი ნიღაბი. რაც შეეხება კვებას, ამ მხრივ საგულისხმოა B ჯგუფის ვიტამინებით და ცილებით მდიდარი საკვები რაციონი, რომელიც დაბალანსებული იქნება ჯანსაღ მინერალებთან ერთად: კალციუმი, რკინა, თუთია - რკინა თმას ჟანგბადით ამარაგებს. მაქსიმალური ეფქეტისთვის, შესაძლებელია პროფესიონალური პროცედურების ჩატარება, როგორიცაა თმის მეზოთერაპია, თმის სპა-თერაპია და თმის ზრდის გამაძლიერებელი პროდუქტების გამოყენება.
მომდევნო პოსტამდე,
ანიკა