ბლოგი:
ივლისი 18, 2017
ავტორი Anika
თმას განსაკუთრებული მოვლა არამხოლოდ ზამთრის ცივ სეზონზე, არამედ ზაფხულის პერიოდშიც ესაჭიროება. მცხუნვარე მზე, აუზის ქლორიანი წყალი, ზღვის მარილიანი წყალი, ქარი - ეს ყველაფერი თავის უარყოფით შედეგს ახდენს თმის მდრომარეობაზე. ამიტომაც, თმას ამ პერიოდში საგანგებო ყურადღება და მოვლა ესაჭიროება. დღეს რამდენიმე ეფექტიან ნიღაბს შემოგთავაზებთ, რომლებიც ზაფხულის პერიოდის პრობლემების მოგვარებაში დაგეხმარებათ და როელთაც მარტივად დაამზადებთ სახლის პირობებში.
დასატენიანებელი ნიღაბი - ერთი სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი და 1/4 ჭიქა ცხიმიანი მაწონი ავურიოთ კარგად, წავისვათ თმის ღერებზე და 15-30 წუთი გავიჩეროთ. შემდეგ ნელთბილი წყლით ჩამოვიბანოთ.
სკალპის გასაწმენდი ნიღაბი - 2 სუფრის კოვზი ზღვის მარილი, 1-2 სუფრის კოვზი ლიმონის წვენი და 1-2 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი ავურიოთ ერთმანეთში. თმა დავისველოთ და ეს მასა მასაჟის მოძრაობებით ნელა შევიზილოთ სკალპზე რამდენიმე წუთის განმავლობაში. ამის შემდეგ შამპუნით ჩამოვიბანოთ.
ძლიერი დამატენიანებელი ნიღაბი - 2 სუფრის კოვზი ქოქოსის ზეთი რამდენიმე წამით მიკროტალღურ ღუმელში შევდგათ სანამ კარგად არ დარბილდება. გათხელებულ ქოქოსის ზეთს დავუმატოთ ერთი სუფრის კოვზი ნატურალური თაფლი და მიღებული მასა სკალპზე შევიზილოთ. დავიხუროთ პოლიეთილენის ქუდი 30 წუთით, შემდეგ ნელთბილი წყლით ჩამოვიბანოთ.
ნიღაბი თმის ზრდის სტიმულირებისთვის - ერთ სუფრის კოვზ ქოქოსის ზეთს დავუმატოთ გათქვეფილი ერთი კვერცხის გული. სავარცხლით თმა გადავიყოთ და თმის ძირებზე გადავისვათ. ასე გადავანაწილოთ მთელს სკალპზე ნელ-ნელა. გავიჩეროტ 30 წუთით და შემდეგ ჩამოვიბანოთ.
თმის მბზინვარებისა და კონდიცირებისთვის - ავთქვიფოთ ერთი კვერცხის გული, დავუმატოთ ერთი ჭიქა ქოქოსის რძე და ერთი სუფრის კოვზი ცივი დაწურვის ზეითუნის ზეთი. ავურიოთ კარგად. მიღებული მასა სკალპზე გადავისხათ და მასაჟის მოძრაობებით შევიზილოთ. დარჩენილი მასა თმის ღერებზე გადავასხათ. დავიტოვოთ 15-20 წუთი და შემდეგ ჩამოვიბანოთ.
თმის აღმდგენი ნიღაბი - ერთი საშუალო ზომის ბანანი დავაბლენდეროთ და დავუმატოთ ერთი სუფრის კოვზი თაფლი. ავურიოთ კარგად, ვიდრე ერთგვაროვან მასას არ მივიღებთ. ნიღაბი თმის ღერებზე გადავინაწილოთ და სათანადო ყურადღება მივაქციოთ თმის ბოლოებს. გავიჩეროთ 20 წუთი და შემდეგ კარგად ჩამოვიბანოთ.
მომდევნო პოსტამდე,
ანიკა