წინამდებარე ვებ-გვერდი იყენებს „ქუქის“ და ინფორმაციის შეგროვების სხვა საშუალებებს. წინამდებარე ვებ-გვერდის შემდგომი გამოყენებით თქვენ აცხადებთ თანხმობას, გამოიყენოთ „ქუქის“ და სხვა შესაბამისი საშულებები. კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დადასტურება

თმის ტონირება და მასთან დაკავშირებული რჩევები

ბლოგი:
ნოემბერი 29, 2013
ავტორი Anika
თუ თქვენ თმის ფერთან მიმართებაში მრავალფეროვნებას ანიჭებთ უპირატესობას, არ ხართ ერთი კონკრეტული ფერის ერთგული და თანაც, არ მოდის ტენდენციებს გინდათ ჩამორჩეთ, მაშინ ნებისმიერ პროფესიონალი სტილისტი რადიკალურ ცვლილებამდე - საღებავით შეღებვას ვგულისხმობ - თმის ტონირებას გირჩევთ. ასე სასურველი ფერის ძებნაში ექსპერიმენტირებასაც უფრო თამამად შეძლებთ და თმასაც მინიმალურ ზიანს მიაყენებთ.

რით განსხვავდება თმის ტონირება შეღებვისგან

მთავარი განსხვავება შეღებვასა და ტონირებას შორის იმაში მდგომარეობს, რომ ტონირებისას არ გამოიყენება ძლიერი და მყარი ეფექტის მქონე პრეპარატები - ასეთ დროს მსუბუქ საშუალებებს იყენებენ, რომლებიც თმას გარკვეულ შეფერილობას, ტონალობას ანიჭებენ. თუ თქვენ იმიჯის ხშირი ცვლა გიყვართ და ერთი და იგივე ფერი მალე გბეზრდებათ, მაშინ ტონალობა იდეალური არჩევანი უნდა იყოს თქვენთვის.

ახალი შეფერილობის გარდა, ტონირების პროცედურის წყალობით, თმის ბუნებრივი ფერისთვის მეტი სიღრმის მიცემაცაა შესაძლებელი. ამ დროს ტონირებისას გამოყენებული პრეპარატები თმის სიღრმეში არსებულ სტრუქტურას არ ცვლიან და მასზე მხოლოდ ზედაპირულ ზემოქმედებას ახდენენ. ამიტომაცაა, რომ ყოველ მომდევნო დაბანაზე ახალი ტონი ნელ-ნელა ჩამოირეცხება, თუმცა ამ პროცედურის კიდევ ერთი დადებითი მხარე ისაა, რომ ტონირებული თმის შემთხვევაში, ძველ და ახალ შეფერილობას შორის სხვაობა თმის ღერზე მინიმალურად შესამჩნევია. თუ თქვენ თმისთვის მინიმალური ზიანის მიყენება გსურთ, მაშინ მსუბუქი ტონირება შეგიძლიათ აირჩიოთ, რომელიც 3-4 კვირას გაგიძებთ, ხოლო მაქსიმალურად მდგრადი ეფექტისთვის - ასეთი ტექნიკით ტონირებული ფერი 2 თვემდე ძლებს - ინტენსიური ტონირება აირჩიეთ.

რა უნდა გავითვალისწინოთ ტონირებისას

სპეციალისტები გვირჩევენ, რომ ტონირებისთვის შესაფერისი საშუალების შერჩევისას აუცილებლად მივაქციოთ ყურადღება, რომ პროდუქი შეიცავდეს ვიტამინებს და ისეთ დანამატებს, რომლებიც თმის დავარცხნას აადვილებენ. ტონირებას ყველაზე ხშირად ხდება მუსის, ქაფის ან შამპუნის მეშვეობით. თუ თქვენ სპრეის მეშვეობით ტონირებას შემოგთავაზებენ, იცოდეთ, რომ ამ შემთხვევაში ფერი 2 დაბანამდე გასტანს მხოლოდ.

შეღებვისგან განსხვავებით, ტონირება არა მშრალ, არამედ ოდნავ ნოტიო და დაბანილ თმაზე ხდება. კანის იმ ნაწილზე, რომელიც თმასთან ახლოსაა, კარგი იქნება ცხიმიანი კრემის წასმა - ასე გაცილებით ადვილად ჩამოიბანთ ტონირების ნარჩენებს. ამ დაგილების გასუფთავება კი სპირტიანი ბამბის ტამპონით ხდება.

და ბოლოს, სტილისტების უახლესი ექსპერიმენტი, რომელიც რამდენიმე, განსხვავებული ტონის არევას გულისხმობს, მხოლოდ 3-ზე მეტი ფერის გამოყენება არ არის რეკომენდირებული. შეეცადეთ, რომ ტონირებისთვის შერჩეული ფერები შეძლებისდაგვარად მიახლოვებული იყოს თქვენს ბუნებრივ თმის ფერთან -ასე გაცილებით ბუნებრივ და კარგად შერწყმულ გარდამავალ ფერს მიიღებთ.

მომდევნო პოსტამდე,

ანიკა





მსგავსი ბლოგები