ბლოგი:
ივლისი 18, 2014
ავტორი Anika
მოდურ სტილისტებს თუ დავუჯერებთ, თმის ფერი 6 თვეში ერთხელ შეიცვალეთო, ამგვარ დარიგებას გვაძლევენ - ამ რჩევის გათვალისწინება, ვინაიდან შავი თმა მაქვს, ბუნებრივად ძალიან შავი და მისი შეღებვის ერთადერთი ვარიანტი ისევ შავი ფერია. გამოგიტყდებით, ერთხელ ვცადე ყავისფერ ტონალობებში მელირება და ვინაიდან ვინი პუჰის მეგობარ ვეფხს დავემგვანე, ექსპერიმენტების ხაზიც აქვე დავასრულე და ჩემს ბედ-იღბალს და კლასიკურ შავს დავჯერდი.
ვისაც ჩემგან განსხვავებით არაპრეტნეზიული თმის ფერი გაქვთ ბუნებისგან ნაბოძები და არც გადახალისებასთან ხართ მწყრალად, დღეს ამ ზაფხულის ყველაზე აქტუალურ ტონელობებს გაგიზიარებთ - გადაავლეთ თვალი, იქნებ თქვენთვის რამე ინსპირაციულს და სასიამოვნო სიახლის მომტანს წააწყდეთ.
პლატინა - თუ თქვენ ქერათმიანი ქალბატონების რიგებში გაწევრიანება გაქვთ გადაწყვეტილი, არჩევანი დიდი გექნებათ. უმეტეს შემთხვევაში, ასეთი ტრანსფორმაციისას ქალები უპირატესობას თბილ ოქროსფერებს ანიჭებენ. მაგრამ თუ თქვენ ლურჯი ან ცისფერი თვალები გაქვთ, კანი - ფაიფურისფერი ან ღია, ასეთ შემთხვევაში პლატინიფერების სხვადასხვა ტონალობებიდან შეგიძლიათ ვარიაციები გააკეთოთ. ერთი მნიშვნელოვანი რამ, რაც ქერა თმის არჩევისას უნდა გაითვალისწინოთ, არის ასეთ თმაზე მუდმივი ზრუნვის აუცილებლობა: ფერის შესანარჩუნებლად 2-3 კვირაში ერთხელ სტილისტ-კოლორისტს უნდა ეწვიოთ, სახლის პირობებში კი რეკომენდირებულია ქერა თმისთვის განკუთვნილი ხაზის პროდუქტებით ზრუნვა თმის მდგომარეობაზე.
მონოქრომული ყავისფერი - შავი შოკოლადის ტონალობის მსუყე ყავისფერი, რომელსაც წითელი მბზინვარება არ გააჩნია, კლასიკური ფერია და პირადად მე გამორჩეულად მომწონს. მართალია , მონოქრომული ყავიფერი ერთ კონკრეტულ ფერს უნდა გულისხმობდეს, მაგრამ ამ ფერის მისაღწევად კოლორისტები რამდენიმე განსხვავებული საღებავის - მუქი, საშუალო და ღია - შერევას არ ერიდებიან. 2-3 განსხვავებული ფერის ყავისფერი საღებავის არევის შედეგად შეღებილი თმა არამხოლოდ ლამაზ და “ჩამჯდარ” ფერს იძლევა, არამედ თმას მოცულობას და დინამიურობასაც მატებს.
ვარდისფერი ოქროსფერი და სპილენძისფერი - სპეციალისტების თქმით, ეს ორი ფერი ნებისმიერი ფერის სახის კანს უხდება: შედარებით ცივი შეფერილობის კანს უფრო “არბილებენ”, ხოლო პირიქით “თბილი” და მუქუ შეფერილობის კანს კი დამატებით ჯანსაღ მბზინვარებას მატებენ.
ექსტრემალური ომბრე თმის ძირებიდან ზედა მიმართულებით ფერების ზომიერ გრადაციას აღნიშნავს. ამ სეზონზე ომბრეს ყველაზე თამამ გადაწყვეტებს შეხვდებით: შავგვრემნები არჩევანს შავ-თეთრის ან შავის და ფირუზისფერის შეხამებაზე აკეთებენ.
და ბოლოს, ბალიაჟი - თმის შეღებვის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტექნიკა, რომელიც ნებისმიერ ძირითად ფერზე თხელი და მსუბუქი ტონალობის შტრიხების დამატებას გულისხმობს და რომლის წყალობითაც თმა უფრო მოცულობითი და ხშირი ჩანს. როგორც ამბობენ, კარგად შესრულებული ბალიაჟის მთავარი საიდუმლო აქცენტის სახის ირგვლივ გაკეთებაა.
წარმატებულ ექსპერიმენტებს გისურვებთ!
ანიკა