ბლოგი:
აგვისტო 08, 2016
ავტორი Anika
შესაფერისი და ხარისხიანი ტონალური საცხის შერჩევა ყველაზე რთული მშრალი კანისთვისაა: საცხი ისე უნდა განაწილდეს კანზე, რომ არ გამოიაშროს ის, ფუფხების მსგავსი ფენა არ წარმოქმნას და მაქსიმალურად შეუმჩნეველი დარჩეს. მისია საკმაოდ რთულია, ამიტომაც მისი შესრულება მხოლოდ მაღალი ხარისხის კონკრეტულ პროდუქტებს თუ შეუძლიათ. მოდით, რამდენიმე მათგანი მიმოვიხილოთ, რომლებიც მშრალი კანის შემთხვევაში გამოგადგებათ:
Miracle Cushion, Lancome - ეს ტონალური საცხი მათთვისაა, ვინც უპირატესობას სველი ეფექტის ტონალურებს ანიჭებს: ღრუბელზე ხელის დაჭერისთანავე ის ტონალური საცხით გაიჟღენთება. საცხი კანის ფერს ერთგვაროვანს გახდის და გაასწორებს ფორებს და იმავდროულად შეასრულებს ჰაილაითერის ფუნქციასაც. ინტერნეტ მიმოხილვებში აღნიშნავენ, რომ ტონალური არ უსვამს ხაზს კანზე სიმშრალისგან გამოწვეულ ფუფხებს, თუმცა არც არსებული ფუფხების შენიღბვა შეუძლია.
Clinique, Repairwear Laser Docus All-Smooth Makeup SPF 15 - ეს საცხი ასაკსაწინაამღდეგო თვისებებით გამოირჩევა - მის შემადგენლობაში ძლიერი შრატი შედის, რომელიც სიბერის ნიშნებს ებრძვის. როგორც ამბობენ, საცხი განსაკუთრებით მშრალი კანის შემთხვევაშიც შეგიძლიათ გამოიყენოთ. ტონალური მსუბუქი ტექსტურით გამოირჩევა და ამის მიუხედავად კარგად ახერხებს კანზე არსებული არასრულყოფილი მონაკვეთების შენიღბვას. საცხი კანს ატენიანებს და მშრალ მონაკვეთებს ამშვიდებს და ანეიტრალებს.
Guerlain, Parure De Lumiere - თუ თქვენ არომატული კოსმეტიკა გიყვართ, მაშინ ეს ტონალური საცხი ნამდვილად თქვენთვისაა. გამოირჩევა საკმაო გამძლეობით - ძლებს მთელი დღე, კანს მბზინვარებას ანიჭებს, კარგი ბაზაა რუჟის და ბრონზერისთვის, თუმცა თუ სქელი კონსისტენცია ჩემ მსგავსად დისკომფოტს გიქმნით, მაშინ სავარაუდოდ ეს ტონალური არ გამოგადგებათ.
Chanel, Vitalumiere Aqua - საკუთარი გამოცდილებით შემიძლია გითხრათ, რომ ძალიან თხელი და მსუბუქი საცხია, რომელსაც ზომიერი დაფარვა აქვს. არანაირი გამორჩეული სურნელი არ აქვს და ძალიან სწრაფად ნაწილდება კანზე. ტონალური კანს ატენიანებს, ჯანსაღ მბზინვარებას ანიჭებს, მაგრამ სამწუხაროდ არ არის დიდად მდგრადი.
მომდევნო პოსტამდე,
ანიკა