ბლოგი:
ივნისი 09, 2012
ავტორი Anika
ჩვენში ალბათ, ცოტა თუ მოიძებნება, ზაფხულის ცხელ დღეებში სახეზე ტონალური კრემის წასმა რომ ეხალისებოდეს. მეტიც - ცხელ კლიმატში ტონალურ კრემს საკმაო დისკომფორტის შექმნაც კი შეუძლია: დღის საცხს ზემოდან კიდევ ტონალურს რომ დაუმატებთ, მერწმუნეთ, საკმაო სიმძიმის შეგრძნება შეიძლება გაგიჩნდეთ. ყოველ შემთხვევაში, პირადი გამოცდილება ასეთი მაქვს. არადა, მეორეს მხრივ, სახეზე ერთვაროვანი, სასიამოვნო ფერის შენარჩეუნება ზაფხულშიც ხომ ყველას გვინდა?!
ამ პრობლემის მოსაგვარებლად გამოიგონეს თავის დროზე ტონირებული საცხები - ე.წ tinted moisturizer, რომელთა არსებობასაც ხშირად ვივიწყებთ ან უბრალოდ არც გვაქვს სათანადო ინფორმაცია მათ შესახებ. არადა ამ საცხებს ძალიან საინტერესო ეფექტი აქვთ: ისინი ერთდროულად დატენიანებასაც უზრუნველყოფენ ცხელ დღეებში და ტონალურისთვის დამახასიათებელ “შენიღბვასაც” ახერხებენ. მათთვის, ვისაც დილის საათებში თავის მოსაწესრიგებლად საკმარისი დროის ფუფუნება არ გააჩნია ასეთი ტონირებული საცხები იმითაც არის მოსახერხებელი, რომ დროის დაზოგვასაც ახერხებთ: ცალკე დღის საცხის და შემდეგ ტონალური კრემის წასმის ნაცვლად, მარტივად ისვამთ მხოლოდ ერთ საცხს და მორჩა, სახლიდან გასასვლელად მზად ხართ.
ასეთი ტონირებული საცხების ნაწილი დამატენიანებელი კომპონენტების და ფერის პიგმენტების გარდა, დამამშვიდებელ, გამაახალგაზრდავებელ და სხვა სასარგებლო თვისებებსაც შეიცავენ, რაც ყველაფერთან ერთად, სახის კანზე სასიამოვნო შეგრძნებასაც მოგგვრით. ბუნებრივია, დამატენიანებელი თუ სხვა კომპონენტების კონცენტრაცია ტონირებულ საცხებში უფრო სუსტია იმავე ხაზის ჩვეულებრივ სახის საცხებთან შედარებით. იგივე შეიძლება ითქვას ტონალურ კრემებთან შედარებაზეც - ტონირებული კრემები ისეთივე სიძლიერით არ შეიცავენ ფერის პიგმენტებს, რის გამოც, მაქსიმალური ეფექტისთვის შეგიძლიათ მისი ძალიან მცირე ოდენობის ტონალურთან შერევაც.
და ბოლოს ტონირებული საცხები ძალიან პრაქტიკული გამოსაყენებელია მათთვის, ვისაც ხშირი მოგზაურობა უწევს - მისი მეშვეობით დროსაც დაზოგავთ და კანს აუცილებელ მოვლასაც არ მოაკლებთ.
მოკლედ, ამ სეზონზე კიდევ ერთი პროდუქტი შეგიძლიათ შეიტანოთ დასატესტი პროდუქტების ნუსხაში.
მომდევნო პოსტამდე,
ანიკა