We use proprietary and third party cookies to improve your experience and our services, as well as to display advertising from our website or third party websites based on an analysis of your browsing habits. If you continue browsing, we shall consider that you accept their use. For more information see our Privacy Policy
Accept

თუ გსურთ ლამაზი ფეხები გქონდეთ...

_from blog_:
_September_ 21, 2016
_by_ Anika
ლამაზი ფეხები უპირველეს ყოვლისა, გენეტიკის საქმეა - ამაში ალბათ, ყველა დამეთანხმებით. თუმცა, გენეტიკის გარდა, არის უამრავი ფაქტორი, რომელიც ხელს უწყობს ფეხების მაქსიმალურად ლამაზ ფორმაში ყოფნას და არსებობს ჩვევები, რომლებიც დანამდვილებით ზიანს აყენებს ფეხების ჯანმრთელობას და სილამაზეს. ფიზიკური დატვირთვა, სწორი ვარჯიში, სქრაბების და დამატენიანებელი საცხების გამოყენება - ეს ყველაფერი დადებითად მოქმედებს და ალამაზებს ჩვენს ფეხებს, აი, საპირისპირო ფაქტორებს რაც შეეხება, ვფიქრობ, მათზე ყურადღების გამახვილება კიდევ უფრო მნიშვნელოვანია. როგორ არ უნდა მოვიქცეთ?

დღის განმავლობაში ხანგრძლივად მჯდომარე მდგომარეობაში ყოფნა - უმოძრაობის პირობებში, სისხლის მიმოქცევა ნელდება, რაც ხშირ შემთხვევაში, ვარიკოზულ გაგანიერებებს (ეს დაავადება საშუალო სტატისტიკით ქალების 50% -ს აწუხებს) და მუდმივად შეშუპებულ ტერფებს გვაძლევს შედეგად. ამიტომაც, როდესაც ოფისის პირობებში საათობით გვიწევს გაუნძრევლად ჯდომა, აუცილებელია, ყოველ საათში ერთხელ ადგეთ და რამდენიმე წუთი გაიაროთ, რათა სისხლის მიმოქცევა გაუმჯობესდეს.

665@495@a1f38f90735d044444b95a283bf70683-ODUxYTk0YmUwMQ

ფეხის ფეხზე გადადება - არადა როგორი კომფორტული და გემრიელია, გადაიდებ ფეხს ფეხზე და თბილად მოკალათდები სავარძელში საყვარელი წიგნის წასაკითხად. ექიმები გვეუბნებიან არ შეიძლებაო - ასეთ პოზაში ბარძაყების ვენებზე და არტერიებზე ხდება მომატებული ზეწოლა, რაც მნიშვენლოვნად მოქმედებს სისხლის მიმოქცევაზე და მას ანელებს. შედეგებს თავადაც კარგად მიხვდებით - ისევ და ისევ ვენების ვარიკოზული გაგანიერება და მისი თანმდევი უსიამოვნებები.

ფეხების კანის სისტემატურად აქრცვლა და დატენიანება - ეს აუცილებლად უნდა ვაკეთოთ. სახის, თვალის და ხელის ზონებზე არანაკლები მოვლა  ესაჭიროებათ ფეხებს, ამიტომაც კვირაში 2-3-ჯერ აუცილებლად უნდა მოხდეს მკვდარი უჯრედების მოცილება კანიდან (სქრაბების გამოყენებით) და შემდეგ დატენიანება. ზოგადად, კანის დატენიანება შხაპის მიღების შემდეგ აუცილებელი რიტუალია, განსაკუთრებით კი მათთვის, ვისაც ცხელი აბაზანების მიღება უყვარს.

მომდევნო პოსტამდე,

ანიკა

_OTHER BLOGPOSTS_