ბლოგი:
აპრილი 23, 2015
ავტორი Anika
ეს პოსტი ჩემზე და ჩემნაირებზეა: ქავილი, სიწითლე, დაჭიმულობის შეგრძნება - ყველაფერი ეს ერთდროულად მემართება, როდესაც ჩემი თავის კანისთვის შეუსაბამო შამპუნს ან ნებისმიერ სხვა თმის მოვლის საშუალებას გამოვიყენებ. ძალიან მგრძნობიარე კანი მაქვს და ანიკას ბლოგის მკითხველებში ასეთები სხვებიც თუ მოიძებნებით, კეთილი იყოს კლუბში თქვენი მობრძანება. არ ვიცი, თქვენ როგორ შველით ამ პრობლემას, მაგრამ მე ბოლო წლების განმავლობაში რამდენიმე ჩვევა გამოვიმუშავე, რაც ამ მდგომარეობის დარეგულირებაში მეხმარება:
1. თავს არასდროს ვიბან ცხელი წყლით: ნელ-თბილი წყალი სკალპისთვის იდეალური არჩევანია.
2. შეძენამდე/გამოყენებამდე დეტალურად ვსწავლობ შამპუნის, ნიღბის თუ ნებისმიერი თმის მოვლის საშუალების შემადგენლობას: პროდუქტი არ უნდა შეიცავდეს სულფატს, პარაბენს და სხვა ქიმიურ ინგრედიენტებს, რომლებიც გაღიზიანების პირველი მიზეზია. ამიტომაც, ვყიდულობ მხოლოდ ე.წ. ეკოპროდუქციას, ბუნებრივ შამპუნებს და ზეთებს. ძირითადად, გამოწერის მეთოდს მივმართავ ხოლმე, თუმცა თბილისის მასშტაბითაც არის შესაძლებელი ასეთი პროდუქციის შეძენა. საკუთარი გამოცდილებით გეტყვით, რომ ადგილობრივ ბაზარზე არსებული საშუალებებიდან გამოცდილი მაქვს L'occitaine-ის, Natura Siberica-ს, Dessange-ის, Rene Furterer-ის შამპუნები და ჩემი თავის კანისთვის აბსოლუტურად კომფორტული და მისაღები საშუალებებია. რამდენიმე თვის წინ ასევე ვცადე Kerastase-ის Dermo Calm, მაგრამ სამწუხაროდ, ალერგიული რეაქციის გარეშე მაინც ვერ გამოვძვერი.
3. ზაფხულის პერიოდში, შეძლებისდაგვარად "ვასვენებ თმას" - ვცდილობ, მინიმალურად გამოვიყენო თმის საშრობი.
აქვე გაგაცნობთ ორ პროდუქტს, რომლებიც მგრძნობიარე თავის კანისთვის არის ზოგადად რეკომენდირებული და ცდად ნამდვილად ღირს:
- Astera Serum Apaisant Sans Rincage - სკალპის დამამშვიდებელი შრატი, რომელსაც ჩამობანა არ სჭირდება. გაღიზიანებული და ზოგადად მგრძნობიარე თავის კანისთვის იდეალური პროდუქტია: ასტერას ექსტრაქტის წყალობით კანი მშვიდდება და იმავდროულად გამაგრილებელ შეგრძნებასაც მოგგვრით. შრატი კანის დამცავ მექანიზმებს აღადგენს და კანს თავისი დამცავი ფუნქციები უბრუნდება.
- Masque Concentre Apaisant, L'Occitane - ესეც დამამშვიდებელი ეფექტისაა, მხოლოდ ნიღაბია და ჩამობანას საჭიროებს. ბუნებრივ ეთერზეთებზე და დამამშვიდებელ ექსტრაქტებზე დამზადებული ეს ნიღაბი კარგად კვებავს და აჯანსაღებს თავის კანს და კომფორტის შეგრძნებას მოგგვრით.
მომდევნო პოსტამდე,
ანიკა