ბლოგი:
ივნისი 13, 2017
ავტორი Anika
ვისაც არ გამოგიცდიათ, საკუთარი გამოცდილებით შემიძლია გითხრათ, რომ სკალპის ქავილი და სიწითლე საშინელ დისკომფორტს იწვევს და გუნება-განწყობაზეც შესაბამისად აისახება. თუ ეს მდგომარეობა ერთჯერადზე მეტ ხანს გაგირძელდათ და ამ უსიამოვნო კონდიციამ 2-3 კვირა გასტანა, ეს იმას ნიშნავს, რომ აუცილებლად გვესაჭიროება შესაბამისი პროფილის ექიმთან კონსულტაცია და დიაგნოსტიკა. როგორც წესი, თავის კანის ქავილი, სიწითლე და გაღიზიანება, ექიმების თმით, რამდენიმე მიზეზით შეიძლება იყოს გამოწვეული:
1. ქერტლი. გამომშრალი სკალპი, ქავილი , თეთრი ფანტელები - ეს მდგომარეობა, ხშირ შემთხვევაში, სოკოვანი დაავადებით არის გამოწვეული, რომელსაც მალასაზეას უწოდებენ, თუმცა ზოგ შემთხვევაში, ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომები შესაძლოა თმის მოვლის რომელიმე პროდუქტმაც გამოიწვიოს. ქერტლის შემთხვევაში პრობლემის მოგვარება თქვენზე მორგებული სპეციალური შამპუნით არის შესაძლებელი, რომლის შემადგენლობაში კეტოკონაზოლი, თუთია ან პირითიონი შეგხვდებათ მეტწილად. თუ რომელიმე პროდუქტმა არ გაამართლა, გამოცვალეთ და განსხვავებული მოქმედი ნივთიერების მქონე პროდუქტი შეარჩიეთ.
2. სებორეული დერმატიტი. ჩვილებში სებორეული დერმატიტი ხშირი შემთხვევაა და სქელი, ქერცლოვანი ლაქებით გამოიხატება. თუმცა, ეს მდგომარეობა მოზრდილებშიც შეიძლება შეგვხვდეს, როცა საქმე თმის ფოლიკულის ანთებით პროცესთან გვაქვს და ეს ქერტლის რთულ ფორმად არის მიჩნეული. ექიმების თქმით, სებორეული დერმატიტი საკმაოდ გავრცელებული მდგომარეობაა და მას ექიმის მიერ დანიშნული სპეციალური სტეროიდული საცხებით და შამპუნებით ესაჭიროება მკურნალობა.
3. კონტაქტური დერმატიტი. ეს კანის ბუნებრივი რეაქციაა ინდივიდუალურად ალერგიულ ან მგრძნობიარე პროდუქტთან შეხებაზე. დერმატოლოგების თქმით, ხშირად სკალპის ქავილი და გაღიზიანება რიგ თმის საღებავებში შემავალი ნივთიერება პარაფენილენიდიამინით (PPD) არის გამოწვეული. კონტაქტური დერმატიტის შემთხვევაში საქმე შედარებით მარტივადაა, ვინაიდან მდგომარეობის გამოსწორება გამაღიზიანებელი თუ ალერგიის გამომწვევი პროდუქტის მოხმარების შეწყვეტით არის შესაძლებელი უმეტეს შემთხვევაში, ხოლო თუ ეს ასე არ მოხდა, ასეთ დროს ექიმი-დერმატოლოგი სპეციალურ სამკურნალო საშუალებებს დაგვინიშნავს - როგორც წესი, ადგილობრივად წასასმელ სტეროიდულ საშუალებას.
მომდევნო პოსტამდე,
ანიკა