We use proprietary and third party cookies to improve your experience and our services, as well as to display advertising from our website or third party websites based on an analysis of your browsing habits. If you continue browsing, we shall consider that you accept their use. For more information see our Privacy Policy
Accept

თუ თქვენ ვეგეტარიანელობა გადაწყვიტეთ...

_from blog_:
_June_ 02, 2017
_by_ Anika
ჩემი ვეგეტარიანელი მეგობრისგან ვიცი, რომ ასე, ერთი ხელის მოსმით, უცებ გახდე ვეგეტარიანებული, წარმოუდგენელი რამაა. საიმისოდ, რომ ეს გადაწყვეტილება სისრულეში მოიყვანო, დრო და ნებისყოფაა საჭირო და რაც მთავარია, ეს ყველაფერი ეტაპობრივად, ნელ-ნელა უნდა მოხდეს. რის გათვალისწინებას გვირჩევენ უკვე გამოცდილი ვეგეტარიანელები ახალი ცხოვრების დაწყებამდე:

1. მნიშვნელოვანია, რომ ვეგეტარიანულ ცხოვრების წესზე გადასვლა მოხდეს ეტაპობრივად: თუ თქვენ ხორცს, კვერცხს, თევზს, ყველს, რძის პროდუქტებს რეგულარულად მიირთმევთ, სჯობს კვირაში ერთ კონკრეტულ სახეობაზე თქვათ უარი და ასე გააგრძელოთ, სანამ სრულად არ ამოიღებთ რაციონიდან ცხოველური წარმოშობის პროდუქტებს.

2. თუ თქვენ მოახერხეთ, უკვე უარი თქვით ხორცზე და რამდენიმე თვის თავზე უკვე შეეჩვიეთ ხორცის გარეშე ცხოვრებას, ამ ეტაპზე უკვე მნიშვნელოვანია ორგანიზმმა დაიწყოს იმ სასარგებლო ნივთიერებების მიღება, რომელთაც ხორცის მეშვეობთ იღებდით. საკვებ რაციონში ამ დროს უნდა ჩართოთ პარკოსნები, რომლებიც ცილის მნიშვნელოვანესი წყაროა.

3. თუ პირობითად, გიჭირთ ყველზე უარის თქმა, დროებით შეეშვით მას და გადაინაცვლეთ სხვა პროდუქტების კატეგორიაზე - მაგალითად, კვერცხზე და უარი თქვით მასზე.

4. ნუ გექნებათ წონაში კლების იმედი - ვეგეტარიანელობა დიეტის ტოლფასი არ არის.

5. მოიძიეთ ვეგეტარიანელები თქვენს მეგობრებში და ხშირად იკონტაქტეთ მათთან, გაცვალეთ ემოციები, აზრები - ერთობლივი ცხოვრების წესი სირთულეების გადალახვაში დაგეხმარებათ.

6. საკვები დანამატის სახით აუცილებლად უნდა მიიღოთ ვიტამინი B12 - ის ერთადერთი ვიტამინია, რომლის სინთეზიც უშუალოდ მიკროორგანიზმების მეშვეობით ხდება და მის ნაკლებობას ბუნებრივი გზით ვერ აინაზღაურებთ.

7. მოგიწევთ იმის გაკონტროლება, რომ დღის განმავლობაში საჭირო რაოდენობის კალორიებს იღებთ. ყოველდღიურ საკვებ რაციონში კარგი იქნება თუ ერთი ულუფა ლობიოს დაამატებთ - ასე ცილის მიღების პრობლემა მოგვარებული გექნებათ.

_OTHER BLOGPOSTS_