We use proprietary and third party cookies to improve your experience and our services, as well as to display advertising from our website or third party websites based on an analysis of your browsing habits. If you continue browsing, we shall consider that you accept their use. For more information see our Privacy Policy
Accept

თუ ყოველდღიურად 30 წუთის განმავლობაში ვივლით

_from blog_:
_June_ 15, 2018
_by_ Anika
გულახდილი ვიქნები და ვაღიარებ, რომ დღის განმავლობაში 30 წუთის განმავლობაში, მიზანმიმართულად და თანმიმდევრულად სიარული არ გამომდის სამსახურებრივი გრაფიკის გამო. შესაძლოა, ბევრ თქვენგანსაც ქონდეს მსგავსი პრობლემა, როცა ძირითადად პასიურად კომპიუტერთან მუშაობა და შეხვედრებზე ჯდომა გიწევს დღის განმავლობაში. თუმცა, თუ კარგად დავფიქრდებით, შესაძლებელია ყოველდღე თუ არა, დღეგამოშვებით მაინც შუადღის პერიოდში, ლანჩის შემდეგ გამოვყოთ 30 წუთამდე დრო და ფეხით გავიაროთ. რა სარგებელს მოგვიტანს ეს გარკვეული პერიოდის შემდეგ?

1. ნახევარსაათიანი ფეხით გასეირნების შედეგად, თქვენი წონის და სიარულის სიჩქარის გათვალისწინებით შეგეძლიათ 150 კკალ.-მდე დაწვათ, რაც ლანჩის დროს მირთმეულ მცირე დესერტს გაანეიტრალებს და ამ საკითხზე დარდი აღარ მოგიწევთ.

2. სიარული, თუნდაც ეს ხმაურიან და ტრანსპორტით გადატენილი ქალაქის ცენტრში ხდებოდეს, გარკვეულწილად სარელაქსაციო ეფექტს იძლევა, რასაც სირულის დასრულების შემდეგ იგრძნობთ. გასეირნებისთვის სასიამოვნო მუსიკალურ ფონსაც თუ შეარჩევთ, პროცესი კიდევ უფრო სასიამოვნო იქნება.

purewow-walkmore3

3. ყოველდღიურად 30 წუთით სიარულს თეძოების და წვივების კუნთების გამკვრივება შეუძლია. თუ მოახერხებთ და კვირის განმავლობაში ორჯერ მაინც გააკეთებთ ძალოვან ვარჯიშებს - მაგ, ჩაჯდომები - შედეგს აუცილებლად მალევე შეამჩნევთ.

4. კვლევების თანახმად, სისტემატური სიარული დადებითად მოქმედებს ვენების გაგანიერებაზე და შეუძლია ამ პრობლემით გამოწვეული ტკივილი და დისკომფოტი შეამსუბუქოს.

5. თუ ამ 30-წუთიან სიარულს ნოყიერი საკვების მიღების შემდეგ შეასრულებთ, ეს საჭმლის მონელებაში დაგეხმარებათ და თავს მძიმედ აღარ იგრძნობთ.

6.

_OTHER BLOGPOSTS_