წინამდებარე ვებ-გვერდი იყენებს „ქუქის“ და ინფორმაციის შეგროვების სხვა საშუალებებს. წინამდებარე ვებ-გვერდის შემდგომი გამოყენებით თქვენ აცხადებთ თანხმობას, გამოიყენოთ „ქუქის“ და სხვა შესაბამისი საშულებები. კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დადასტურება

ტუჩების გლუვი ეფექტი

ბლოგი:
მარტი 14, 2013
ავტორი Anika
რამდენიმე წლის წინ ალბათ, ცოტა ვინმე თუ იფიქრებდა, რომ ჩამქრალი, ბზინვარების არმქონე ტუჩები მომხიბვლელი, სექსუალური და მეტიც - მოდური გახდებოდა. მაგრამ, წლების განმავლობაში დაგროვილმა “მბზინავი ტუჩების” ბუმმა ნელ-ნელა სტაგნაცია განიცადა, რის შედეგადაც წინა პლანზე რადიკალურად განსხვავებული, ე.წ. გლუვი ეფექტის მქონე ტუჩები წამოვიდა - ისეთი, როგორიც 1950-იანების და 1990-იანების ათწლეულებში იყო მოდაში.

3

გლობალური გარდატეხა არამხოლოდ მსოფლიოს წამყვან პოდიუმებზე, არამედ მილიონობით მოდის მიმდევარი გოგონების და ქალების ცხოვრებაზეც აისახა. ამიტომაც, წამყვანმა კოსმეტიკურმა ფირმებმა ამ ტენდენციას ფეხი აუწყვეს და ახალი, 2013 წლის გაზაფხულის სეზონისთვის კიდევ უფრო ფართო და ინოვაციური არჩევანი შემოგვთავაზეს გლუვი ტუჩსაცხების კატეგორიაში. მოდით, ერთად გადავავლოთ თვალი.

4

Estee Lauder­-ის საგაზაფხულო კოლექციაში ასეთი საცხი Pure Color Sheer Mat Lipstick-ის სახელწოდებით უნდა მოიძიოთ, შანელის Rouge Allure Velvet-ის ხაზში კი ახალი, სეზონზე აქტუალური ფერებია დამატებული. და სულ მალე, ამბობენ, Giorgio Armani-ს გლუვი საცხების სერიაც უნდა გამოვიდეს გაყიდვაში, სახელ
წოდებით Lip Maestro.

5

არმანის პროდუქცია არ მინახავს, მაგრამ შანელის და ჟივანშის მაგალითზე შემიძლია გითხრათ, რომ ასეთ ტუჩსაცხებს იდეალური ტექსტურა აქვთ. ტუჩებს მიშრობს, ხაზები მიჩნება, თანაბრად არ ნაწილდება - ასეთი საჩივრები ახალ პომადებთან მიმართებაში ნამდვილად უადგილო და არარელევანტურია. გადასმის პროცესში ისინი იდეალურად ნაწილდებიან ტუჩებზე, მათ მომენტალურ დატენიანებას უზრუნველყოფენ და ერთგვარ შინაგან ბზინვარებასაც ანიჭებენ - ფერის გაზგასასმელად და არა პრიალა ეფექტის ბზინვარებას.

არ ვიცი, რამდენ ხანს გასტანს ამ ტენდენციის “მოდურობის ტალღა”, მაგრამ ვფიქრობ, რომ ერთი ან ორი ტონალობის გლუვი პომადა არაერთი ქალის კოსმეტიკურ ჩანთაში დაიმკვიდრებს კუთვნილ ადგილს.

მომდევნო პოსტამდე,

ანიკა

მსგავსი ბლოგები