We use proprietary and third party cookies to improve your experience and our services, as well as to display advertising from our website or third party websites based on an analysis of your browsing habits. If you continue browsing, we shall consider that you accept their use. For more information see our Privacy Policy
Accept

ტუჩების სადარაჯოზე

_from blog_:
_January_ 10, 2013
_by_ Anika
ფსიქოლოგები გვირჩევენ, ყოველი დილა ღიმილით დავიწყოთ, პლასტიკური ქირურგები და კოსმეტოლოგები კი ფსიქოლოგებს ეთახნმებიან ამ მოსაზრებაში და დამატებით იმასაც აღნიშნავენ, რომ თუკი დღის განმავლობაში ჩვენს ტუჩებს მხოლოდ რამდენიმე წუთს დავუთმობთ, ღიმილისთვის მიზეზი არასდროს გამოგველევა.

ანჟელინა ჟოლის ეფექტის ტუჩები რომ ბევრს მოსვენებას არ აძლევს, ეს თემა უკვე გავიარეთ. თუმცა, ვიდრე ანჟელინას ტუჩების მოსაპოვებლად რადიკალურ ზომებს მივმართავთ, ამ სფეროს ექსპერტები რამდენიმე რჩევის გათვალისწინებას გვთხოვენ, რომლებიც დღევანდელ პოსტში მინდა გაგიზიაროთ.



ბევრ გოგონას ბუნებრივად დიდი მოცულობის ტუჩები აქვს, რაც დანარჩენების აღქმაში ბუნებისგან მიცემული ჯილდოა. იმ ნაწილს, ვინც საკუთარი ტუჩების მოცულობით არ არის კმაყოფილი, საერთოდ არ მოსდით აზრად ის, რომ თხელი ტუჩები რიგ შემთხვევებში არასწორი თანკბილვის შედეგია და მეტი არაფერი. ამიტომაც, ხდება ხოლმე რომ ფილერებით ტუჩების მოცულობის გაზრდისას, ტუჩები არაბუნებრივად “გაფუებული” და დაბერილი ხდება. “პრობლემური” პაციენტების მეორე ნაწილს ის გოგონები მიეკუთვნებიან, რომლებსაც დიდი ზომის და ოდნავ წინ წამოწეული კბილები აქვთ: ექსპერტები ამბობენ, რომ ასეთ შემთხვევაში მათ მიმართ შური საფუძველს მოკლებულია, ვინაიდან ტუჩის ცირკულარული კუნთების ჰიპერტონუსის გამო ნაოჭები ტუჩების ირგვლივ გაცილებით ადრე ჩნდება სხვებთან შედარებით.



ცნობილი პლასტიკური ქირურგი ჟან ლუი სება ამბობს, რომ ექიმი, რომელიც იდეალური ფორმის ტუჩებს დაგპირდებათ, სანდო არ არის. ასეთ დროს ყველაზე მნიშვნელოვანი პროპორციები ყოფილა! ზოგ შემთხვევებში საკმარისი ყოფილა მხოლოდ ქვედა ტუჩის და ნიკაპის მიდამოებში ინექცია, მაშინ როცა სხვა შემთხვევებში შესაძლოა მხოლოდ ზედა ტუჩის კორექცია იყოს საჭირო.



პრაქტიკული რჩევები:

1. ექიმები გვირჩევენ, ტუჩის მოვლის საშუალებების არჩევისას, თავი ავარიდოთ ქაფურის შემცველ პროდუქტს, ვინაიდან ის ტუჩებს აშრობს და შეარჩიეთ ისეთი, რომელიც E ვიტამინს შეიცავს.

2. თუ ჰიალურის მჟავის ინექციებისადმი სკეპტიკურად ხართ განწყობილი, შეგიძლიათ ტუჩების კორექცია საკუთარი ცხიმით გაიკეთოთ.

3. ნუ უგულვებელყოფთ ტუჩის ბალზამებს და პომადის ბაზას, ვინაიდან ისინი ტუჩის საცხს დიდ ხანს შეინარჩუნებენ და მდგრად ფერს უზრუნველყოფენ.



მომდევნო პოსტამდე,

ანიკა

_OTHER BLOGPOSTS_