We use proprietary and third party cookies to improve your experience and our services, as well as to display advertising from our website or third party websites based on an analysis of your browsing habits. If you continue browsing, we shall consider that you accept their use. For more information see our Privacy Policy
Accept

ტუჩის მბზინავი საცხების დაბრუნება

_from blog_:
_September_ 16, 2013
_by_ Anika
დამეთანხმებით, ალბათ, რომ ბოლო წლებში ტუჩის მბზინავი საცხები (Gloss) ნაკლები პოპულარობით სარგებლოდნენ - უკანასკნელ სეზონებზე ასპარეზი მდგრად პომადებს ჰქონდათ დაპყრობილი. ამჯერად, კი ეს ტენდენცია შეიცვალა და ტუჩის მბზინავები - უფრო სრულყოფილი, ფუნქციონალური და ეფექტური ფორმით - ძველ დიდებას იბრუნებენ. რაც მთავარია, ისინი ამჯერად თამამად უწევენ კონკურენციას პომადებს ორი მთავარი კომპონენტის მიხედვით: მდგრადობა და ფერის სიღრმე.

წამყვან პოდიუმებს თვალს თუ ადევნებთ, მაშინ ადვილად შეამჩნევდით, რომ ამ შემოდგომის სეზონზე მქრქალი პომადები მბზინავმა საცხებმა ჩაანაცვლა. თუმცა, მათი პოპულარობა, მხოლოდ ამ ფაქტორით არ არის განპირობებული: მქრქალ პომადებთან შედარებით, მბზინავი საცხები გაცილებით მარტივი წასასმელია და შესაბამისად, მაკიაჟის კორექტირების დროსაც, ტუჩებზე მის ხელახლა გადასასმელად სულ რამდენიმე წამი და მინიმალური ძალისხმევა დაგჭირდებათ (ყოველგვარი ტუჩის ფანქრის, ფუნჯის და ხელის კანკალის გარეშე!). ამასთან, მბზინავებს კიდევ ერთი სასარგებლო თვისება აქვთ: ისინი მომენტალურად მატებენ ტუჩებს მოცულობას!

500x600_0xd42ee42a_5834841281378815132

2013 წლის შემოდგომის კოლექციებში ტუჩის მბზინავი საცხები ნათელი და ღრმა ფერებით გამოირჩევა. აქ ნებისმიერი გემოვნების ქალი შეძლებს მისთვის შესაფერისი ტონალობის შერჩევას: ყველაზე გაბედულებს შეუძლიათ ღრმა ბორდოსფერი, მუქი იასამნისფერი ან ქლიავისფერი სცადონ. შედარებით უსაფრთხო მომხმარებელს კი, ზედმეტი ექსპერიმენტებისგან თავის შესაკავებლად, მარტივად შეუძლიათ კლასიკურ წითელს, მარჯანისფერს ან ატმისფერს დასჯერდნენ, რომლებიც არანაკლებ მიმზიდველად გამოიყურება ტუჩებზე. ახალი მბზინავები, განახლებული ფორმულის და ინტენსიური პიგმენტების წყალობით, ძველ მოდელებთან შედარებით, გაცილებით მეტ ხანს ძლებენ ტუჩებზე - როგორც ამბობენ, სულ მცირე ექვსი საათის განმავლობაში შეგიძლიათ მშვიდად იყოთ საცხის ხელახლა გადასმის გამო.

690x500_0xd42ee42a_7198828581378815004

კიდევ ერთი სიახლე ის არის, რომ ახალ მბზინავებში სრულიად გამორიცხულია ტუჩების წებოვანი ეფექტი - დღესაც მახსოვს წლების წინ ნაყიდი ივ სენ ლორანის მბზინავი, რომელიც ტუჩებს მსუბუქად მიწებებდა ხოლმე ერთმანეთზე.

და ბოლოს, კიდევ ერთი სასიამოვნო ეფექტი, რომელიც ახალ მბზინავებს თან სდევს: ისინი ვიზუალურად, სისველის ეფექტის წყალობით, ტუჩების მოცულობას ადიდებენ. ამის მისაღწევად კი მწარმოებლები საცხებში ეთერზეთებს, კოლაგენს ან სილიკონებს ამატებენ, რომლებიც ტუჩის ზედაპირს ერთგვაროვანს ხდიან.

მომდევნო პოსტამდე,

ანიკა

_OTHER BLOGPOSTS_