ბლოგი:
აგვისტო 20, 2013
ავტორი Anika
ცნობილმა კოსმეტიკურმა ბრენდმა Clinique სექტემბრისთვის მომხმარებლებს მაკიაჟის მიმართულებით სახალისო სიახლე შესთავაზა: თვალის ჩრდილები კარამელის ტონალობებში მსუქანი ფანქრების ფორმატში. ამ ახალი პროდუქტების შემუშავებისას, კომპანიამ ერთდროულად მათ ფუნქციონალურ მხარეზეც იზრუნა და ისიც გაითვალისწინა, თუ რამდენად ეფექტური შეიძლებოდა ყოფილიყო ახალი პროდუქცია კანის მოვლის მიმართულებით. ვისაც შესაძლებლობა მოგეცათ და გამოსცადეთ Clinique-ის წლევანდელი სიახლე - ტუჩის ფანქარი-პომადები კენკრის ფერებში - მაშით თქვენთვის ეს ახალი თვალის ჩრდილები უკვე “მონათესავე” პროდუქტი იქნება - ისინი ხომ ფანქარი-პომადების მსგავსი დიზაინით გამოირჩევა. Chubby Stick Shadow Tint for Eyes მასში შემავალი E ვიტამინის წყალობით, კანზე სათანადოდ ზრუნავს და ჩრდილის ფერსაც უფრო მდგრადს ხდის და რაც მთავარია, არ ახდენს თვალის სათუთ კანზე მავნე ზემოქმედებას. ახალი “კარამელის კოლექცია” 8 განსხვავებულ ფერშია წარმოდგენილი, ნეიტრალური, კანისფერიდან დაწყებული მსუყე მწვანე და იისფერით დასრულებული.
ვინაიდან დღევანდელი პოსტი თვალებით და ფანქრებით დავიწყეთ, მოდით, ბარემ, ისევ ამ თემას გავაგრძლებ და Clarins-ის მიერ შემოთავაზებულ სიახლეს წარმოგიდგენთ - შემოდგომის ტენდენციურ ფერთა პალიტრაში გადაწყვეტილი თვალის ფანქრები Crayon Khol. სხვათაშორის, ეს კოლექციაც 8 ახალ ფერს მოიცავს, კლასიკური შავიდან ჭაობისფერ მწვანემდე. როგორც ამბობენ, ამ ფანქრების განსაკუთრებული მახასიათებელი მათ მდგრადობაში გამოიხატება - ადვილად ისმევა და დიდხანს, შეულახავად რჩება თვალზე. გარდა ამისა, ყველა ფანქარს მეორე ბოლოზე ე.წ.”რასტუშოვკისთვის” განკუთვნილი დაბოლოება აქვს, რომლის მეშვეობითაც ადვილად შეძლებთ ფანქრის ჩრდილივით გადანაწილებას. ამ კოლექციაში ჩემი ფავორიტი ლურჯი ტონალობის ფანქარია.
ყველასთვის საყვარელი ფრანგული სახლი Chanel-ის მაკიაჟის სტუდიამ კი ტუჩის საცხების ახალი Rouge Allure Moire კოლექცია გამოუშვა. ეს ახალი პომადები ნამდვილად მათთვის არის განკუთვნილი, ვისაც ტუჩებზე მბზინავი ეფექტი უყვართ - ზომიერ ბზინვარებას ვგულისხმობ. ახალ პალიტრაში შესული ნაზი და თბილი ფერები Chanel-ის საკულტო პომადების მიმზიდველობას კიდევ უფრო გამოკვეთჲლს ხდის. ამ ხაზისთვის დამახასიათებელი, ჩვენთვის უკვე კარგად ნაცნობი და საყვარელი “მეორე კანის შეგრძნება” კი ამ ახალ კოლექციაშიც შენარჩუნებულია.
მომდევნო პოსტამდე,
ანიკა