წინამდებარე ვებ-გვერდი იყენებს „ქუქის“ და ინფორმაციის შეგროვების სხვა საშუალებებს. წინამდებარე ვებ-გვერდის შემდგომი გამოყენებით თქვენ აცხადებთ თანხმობას, გამოიყენოთ „ქუქის“ და სხვა შესაბამისი საშულებები. კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დადასტურება

თვალის მაკიაჟის მოსაცილებელი საშუალებები

ბლოგი:
აპრილი 04, 2013
ავტორი Anika
სახიდან მაკიაჟის და დღის ნარჩენების მოცილება რომ სახის კანის მოვლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია, ეს ანიკას ბლოგის მკითხველებმა უკვე კარგად იციან. და თვალის ირგვლივ ზონა რომ განსაკუთრებით მგრძნობიარე და ნაზია და ამიტომაც, განსხვავებულ მზრუნველობას მოითხოვს, მგონი, ესეც ბევრჯერ გავლილი თემაა.

დღევანდელ პოსტში თვალის მაკიაჟის მოცილებაზე და საამისოდ შექმნილ რამდენიმე პროდუქტზე მინდა გესაუბროთ - უფრო სწორად, მინდა რამდენიმე პროდუქტი შევადაროთ იმისათვის, რომ ყველამ საკუთარ მოთხოვნილებებზე იდეალურად მორგებული დემაკიაჟის საშუალების შერჩევა შეძლოს.

Cellcosmet_image_305_392

Cellcosmet-ის თვალის მაკიაჟის მოსაცილებელი საცხი Gentle Cream Cleanser ზედგამოჭრილია მათთვის, ვინც თვალებზე სრულ მაკიაჟს იკეთებს: ტუში+ჩრდილები+ფანქარი. თვალის გარდა, ამ დემაკიაჟის საშუალების გამოყენება მთელ სახეზეცაა შესაძლებელი. სხვა დემაკიაჟის რძეებთან შედარებით უფრო სქელი და ნოყიერი ტექსტურისაა, რის გამოც ნაკლებად მოსაწონი არჩევანი იქნება ჩემს მსგავსად თხევადი დემაკიაჟის მოყვარულებისთვის. პირველი წასმისთანავე ეფექტურად აცილებს თვალის ფანქარს და ჩრდილებს, აი ტუშის მოსაცილებლად კი, ვწუხვარ, მაგრამ მეორედ გადასმა დაგჭირდებათ.

Vichy_image_305_392

Vichy-ს ბრენდის დემაკიაჟი Purethe Thermale არ გამოადგებათ მათ, ვინც წყალგამძლე ტუშით სარგებლობს და მათ, ვისაც გამოკვეთილი არომატის მქონე კოსმეტიკური საშუალებები არ უყვართ. თუმცა, ის ძალიან კარგად ასუფთავებს თვალის ზონას, იმავდროულად ოდნავ შეშუპებესაც აცხრობს და თვალისთვის მატონიზირებელი ეფექტიც გააჩნია. თუ ვინმეს ზეთები არ გიყვართ, გაგახარებთ და გეტყვით, რომ ეს დემაკიაჟი ზეთს არ შეიცავს.

Clinique_image_305_392

Smokey Eyes მოყვარულებს განსაკუთრებით გამოადგებათ Clinique-ის თვალის დემაკიაჟი ბალზამი Take The Day Off Cleansing Balm. რა არის მასში განსაკუთრებული?! მოგახსენებთ. ეს ბალზამი იდეალურად იწოვება კანზე და წასმისთანავე ზეთოვან სტრუქტურად გარდაიქმნება, რაც სასიამოვნო შეგრძნებას მოგგვრით. ის ეფექტურად აშორებს ნებისმიერი ტიპის მაკიაჟს (წყალგამძლეს, მზისგანდამცავი კომპონენტების შემცავ საცხებსაც) და ამასთან კანს იმავდროულად დაარბილებს და დაატენიანებს კიდეც.

La-Prairie_image_305_392

და ბოლოს, განსაკუთრებული დემაკიაჟი ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული კოსმეტიკუკრი ბრენდისგან La Prairie. თვალის და სახის (!) მაკიაჟის მოსაცილებელი წყალი Cellular Cleansing Water Eyes Face განსაკუთრებული სწორედ ლა პრერის შემადგენლობაში შემავალი უჯრედოვანი კომპლექსის წყალობითაა, რომელიც უნიკალურ ფორმულასთან ერთად, ედელვაისის, ლილიის და პანთენოლის ექსტრაქტებს შეიცავს. ეს ყველაფერი კი კანს გაწმენდასთან ერთად ანოტიზირებს და ატენიანებს. თუმცა ამ წყლის ყველაზე დიდი “პლიუსი” მაინც ის არის, რომ ის ძალიან სწრაფად და ეფექტურად მოქმედებს და კანზე არავითარი “ზედმეტი ფენის” შეგრძნებას არ ტოვებს (ბევრი რძე რასაც შვება), რომლის სასწრაფო წესით წყლით ჩამობანაც მოგინდებოდათ.

მომდევნო პოსტამდე,

ანიკა

მსგავსი ბლოგები