ბლოგი:
ოქტომბერი 15, 2013
ავტორი Anika
თვალები ერთ-ერთი ყველაზე სენსიტური ზონაა არამარტო ასაკობრივ ცვლილებებთან, არამედ ნებისმიერ გარემო ფაქტორთან მიმართებაშიც: ეკოლოგიური მდგომარეობა, ულტრაიისფერი სხივები, სტრესი, უძილობა და მრავალი სხვა. ამიტომაც, თვალის ირგვლივ ზონის მოვლას ყურადღებაც განსაკუთრებული სჭრიდება, რასაც ანიკას ბლოგში პერიოდულად ვუბრუნდებით ხოლმე.
დღევანდელ პოსტში ისეთი ახალი პროდუქტები - საცხბი, გელები, შრატები და ნიღბები - მინდა გაგაცნოთ, რომლებიც ამ პრეტენზიული ადგილის ახლებურ და სპეციფიურ მოვლაში დაგვეხმარება. ისინი განსხვავებულ მიზნებს ემსახურებიან: ზოგი ჩაშავებულ უპეებს ებრძვის, ზოგიც ღრმა ნაოჭებს და შეშუპებას, ზოგი კი საერთოდაც ძლიერ ლიფტინგ უზრუნველყოფს. La Prairie-ის Anti-Aging Eye And Lip Contour Cream, შეიძლება ითქვას, ერთ-ერთი ყველაზე სრულყოფილი პროდუქტია ამ მიმართულებით - ის შეშუპებებსაც და ნაოჭებსაც საგრძნობლად ამცირებს, კანის ფერს აუმჯობესებს და პიგმენტური ლაქების გაჩენის პრევენციასაც ახდენს. ეს მრავალფუნქციური საცხი ტუჩის ზონისთვისაც გამოგადგებათ, რაც პროდუქტს ამ მხრივ კიდევ უფრო პრაქტიკულს ხდის.
კიტრის, იაპონური მწვანე ჩაის ექსტრაქტების, საზამთროს ექსტრაქტების და ჰიალურონის მჟავის შემცველი თვალის ნიღაბი Eye Sorbet Mask Darphin-ისგან გადაუდებელი დახმარების როლს ასრულებს გადაღლილი თვალებისთვის. ნიღბის გრილი და სასიამოვნო კონსისტენცია სწრაფად აღადგენს თვალის გარშემო კანის ახალგაზრდულ იერს, არბილებს კანს და მას გამოცოცხლებულ, დასვენებულ იერს უბრუნებს. და რაც მთავარია, ის იდეალურად ატენიანებს და კვებავს კანს.
Clarins-ის Serum Super Lift Multi-Regenerant თვალის ირგვლივ არსებული კანის გამამკვრივებელი და “ამწევი” შრატია. უნიკალურ კომპონენტებზე დამზადებული შრატი ასაკსაწინააღმდეგო ეფექტთან ერთად უპეების სიშავეებსაც და შეშუპებესაც ებრძვის და თვალების ახალგაზრდული იერის აღსადგნად არსებულ ნაოჭებსაც ამცირებს.
BIO-PERFORMANCE Super Corrective Eye Cream Shiseido-ს ბრენდისგან თითქმის იმავე მიზანს ემსახურება, რასაც კლარინსის ზემოთ წარმოდგენილი პროდუქტი: ეს კრემიც ახალგაზრდული გამოხედვის დაბრუნებაში გეხმარებათ, თვალის კონტურებს მაღლა “წევს”, ნაოჭებს და შავ უპეებს ამცირებს. ე.წ. Bio-Defining Complex კი ჰიალურონის მჟავის გამომიშავების სტიმულირებას ახდენს, რაც თვალის კონტურების გასამკვრივებლად უმნიშვნელოვანესია.
მომდევნო პოსტამდე,
ანიკა