ბლოგი:
ივლისი 28, 2012
ავტორი Anika
ცოტა რამ აბერებს ქალს ისე, როგორც ჩამქრალი მზერა და შეშუპებულ/ამოღამებული თვალები. უძილობა, სტრესი, გადაღლილობა, ალკოჰოლური სასმელები და სიგარეტი - ეს ყველაფერი ცალ-ცალკე თუ ერთად აღებული ის ძირითადი ფაქტორებია, რამაც ამ “უსიამოვნო მდგომარეობამდე” შეიძლება მიგვიყვანოს.
თუმცა დღევანდელ დღეს ყველაზე უიმედო სიტუაციიდანაც არსებობს გამოსავალი. კოსმეტოლოგების რამდენიმე სასარგებლო რჩევას თუ გავითვალისწინებთ, მოვახერხებთ ამ პრობლემასთან ეფექტურად გამკლავებას და თვალებისთვის ახლგაზრდული და ჯანმრთელი გამოხედვის დაბრუნებას.
კოსმეტოლოგების მთავარი რეკომენდაციაა, საყინულეში მუდმივად ვიქონიოთ ალოეს გელი, რომელსაც მოხმარებამდე 10 წუთის განმავლობაში ოთახის ტემპერატურაზე გავაჩერებთ, შემდეგ რამდენიმე გრილ წვეთს თითებზე დავიდებთ და თვალების ქვეშ შევიზელთ მსუბუქი მოძრაობებით. გეცოდინებათ, ალბათ, ალოეს უნიკალური თვისებების შესახებ, რომლებიც დილის შეშუპების ჩაცხრობაში გვეხმარება და ანთებისსაწინააღმდეგო მოქმედებაც გააჩნია.
ამას გარდა, ძველი, მრავალნაცადი მეთოდიც მინდა შეგახსენოთ, რომელიც ნახმარი და გაგრილებული ჩაის პაკეტების თვალის უპეებზე დაფენას და ცოტა ხნით გაჩერებას გულისხმობს - ეს სისხლძარღვების სწრაფად შევიწროვებაში გვეხმარება.
ასევე მარტივი მეთოდია ჩაის კოვზის ძალიან ცივ, გაყინულ წყალში დასველება და შემდეგ კოვზის უკანა, ამობურცული ნაწილის შეშუპებულ თვალების უპეებზე დადება, მსუბუქი ზეწოლით - ამბობებ, სიცივის ეფექტი შეშუპებას კარგად აცხრობსო.
და კიდევ ერთი რჩევა - ვინაიდან თვალის ქვეშა შეშუპება ყველაზე გამოკვეთილი დილაობით, ახალგაღვიძებულზე არის ხოლმე, ამიტომაც, სპეციალისტები რეკომენდაციას გვაძლევენ, გაღვიძებისთანავე, პირველ რიგში, დასველებული და გრილი სახის, პატარა პირსახოცი დავიდოთ თვალებზე. ამას გარდა, ძალიან კარგი იქნება, თუ ბამბის ტამპონს სოიოს რძეში (ნატურალური, შაქრის გარეშე) დავასველებთ, გავწურავთ და შემდეგ ამ ტამპონს თვალის ქვეშ ცოტა ხანი გავიჩერებთ. სოიოს რძე ანტიოქსიდანტებით და ანთებისსაწინააღმდეგო ელემენტებით არის მდიდარი და ამიტომაც თვალების “გამოსაცოცხლებლად” იდეალურია.
დღეისთვის ეს იყო,
მომდევნო პოსტამდე,
ანიკა