We use proprietary and third party cookies to improve your experience and our services, as well as to display advertising from our website or third party websites based on an analysis of your browsing habits. If you continue browsing, we shall consider that you accept their use. For more information see our Privacy Policy
Accept

თვის ყველაზე საინტერესო კოსმეტიკური სიახლეები

_from blog_:
_May_ 30, 2014
_by_ Anika
ტრადიციას ვაგრძელებ და ამ თვის ყველაზე საინტერესო ახალ პროდუქტებს შემოგთავაზებთ, რომელთაც სხვადასხვა კოსმეტიკური ბრენდები გვთავაზობენ.

ცხელ ამინდს, მზეს და კომბინირებულ/ცხიმიან კანს Clarins-ის ახალი პროდუქტი მოუხდება. ზამბახის ექსტრაქტზე დამზადებული მატონიზირებელი ლოსიონი კომბინირებული ან ცხიმიანი კანისთვის არის განკუთვნილი და იდეალურია სახის გასუფთავების რიტუალის დასასრულებლად. ლოსიონი არ შეიცავს სპირტს, კარგად ავიწროვებს ფორებს, არ აშრობს კანს, მასში შემავალი ზამბახის და სალბის ექსტრაქტები კი კანს ატენიანებენ და მსუბუქ მბზინვარებას ანიჭებენ მას.

690x447_0xd42ee42a_20664019591401185572

ბევრისთვის საყვარელი და თბილისში უკვე მყარად დამკვიდრებული პროვანსული ბრენდის L’Occitane-ის ნუშის კოლექცია (Amande) ცნობილია თავისი უნიკალური თვისებებით: ამ ხაზში შემავალი პროდუქტები მატონიზირებელ და დრენაჟის ფუნქციის მქონე ინგრედიენტებს შეიცავენ და კარგ შედეგს იძლევიან სხეულის გამკვრივების მხრივ, რაც განსაკუთრებით გვჭირდება ზაფხულის სეზონზე. სწორედ ამ ნუშის ხაზს დაემატა რამდენიმე ახალი პროდუქტი: ვარდისფერ წიწაკაზე და 5 ეთერზეთზე დამზადებული მატონიზირებელი სხეულის ზეთი საგრძნობლად აკორექტირებს სხულის კონტურებს, მკვებავი ცხიმების შემცველი ზეთი კი არბილებს კანს და ტენიანობის ბალანსს უნარჩუნებს მას. L’Occitane-ის საფირმო მსუბუქი ხელის საცხი მომენტალურად ატენიანებს კანს და ხელებზე სასიამოვნო, ყვავილოვან სურნელს ტოვებს, ხოლო ფეხის კრემ-გელი კი დაღლილობას ხსნის და აგრილებს დაღლილ ტერფებსა და ფეხებს.

ae75e5a2aedfbb22051ee51ffa06ea96    

სხეულის სილუეტის მოვლაზე გავაგრძელებ და Biotherm-ის ახალ სხეულის კონცენტრატს შემოგთავაზებთ: გამამკვრივებელი და სილუეტის მაკორექტირებელი პროდუქტი Firm Corrector კანს ამკვირვებს, ატონიზირებს და კომპლექსურ აღდგენას ეწევა. მისი გამოყენების შედეგად, კანი მალევე იჭიმება, 2 კვირაში კი კანის სიმკვრივე 25%-ით იმატებს. კონცენტრატი ლამინარიას წყალმცენარის ექსტრაქტზეა დამზადებული, რაც კოლაგენის გამომუშავებას იწყობს ხელს და დაზიანებისგან იცავს თავად კოლაგენის გამომამუშავებელ წყაროს ჩვენს კანში.  

Clinique-მა კი ფუმფულა და გრძელი წამწამების მოყვარულებს ახალი ტუში წარმოუდგინა. Lash Power Feathering Mascara-ში შემავალი ნივთიერებები წამწამებს აგრძელებენ და ადვილად ნაწილდებიან წამწამებზე. როგორც ამბობენ, ეს ტუში 12 საათამდე ძლებს ისე, რომ არ "ითითხნება" და არ იფშხვნება და ძალიან მარტივად ირეცხება თბილი წყლით ან მაკიაჟის მოსაცილებელი სითხით. და რაც მთავარია - ოფთალმოლოგიურად ტესტირებულია და მისი გამოყენება მგრძნობიარე თვალების შემთხვევაშიც და კონტაქტური ლინზების მომხმარებლებისთვისაც არის შესაძლებელი. 

მომდევნო პოსტამდე,

ანიკა

_OTHER BLOGPOSTS_