We use proprietary and third party cookies to improve your experience and our services, as well as to display advertising from our website or third party websites based on an analysis of your browsing habits. If you continue browsing, we shall consider that you accept their use. For more information see our Privacy Policy
Accept

უარი თქვით ამ პროდუქტებზე და გაიადვილეთ წონაში კლება

_from blog_:
_January_ 18, 2015
_by_ Anika
წონაში კლებას ვისაც გაქვთ განზრახული, ერთ რამეს გეტყვით: თუ ჩემსავით მკაცრი დიეტების დაუძინებელი მტერი ხართ, მაშინ თქვენთვის გაცილებით მისაღები და კომფორტული იქნება კვების ახალი სტრატეგიის შერჩევა, რომლის თანახმადაც გარკვეული ტიპის პროდუქტებს საერთოდ ამოიღებთ რაციონიდან და შესაბამისად, გააქრობთ თქვენი მაცივრიდანაც.

1. პირველი ასეთი პროდუქტი სალათის სხვადასხვა საკმაზებია: მაიონეზისებური, ზეთოვანი თუ დაბალცხიმიანი არ აქვს მნიშვნელობა, ზედმეტი კილოგრამების უმტკივნეულოდ დაკლება თუ გსურთ, მაშინ ნებისმიერ ტიპის მზა სალათის საკმაზზე უარი უნდა თქვათ. მათი დიდი ნაწილი კალორიებით, შაქრით და მარილით არის გატენილი, აი დაბალცხიმიანი საკმაზები კი კიდევ უფრო დიდი რაოდენობით შაქარს და მარილს შეიცავენ. ასე რომ რაც არ უნდა მიმზიდველი და მადისაღმძვრელი იყოს სხვადასხვა ბრენდის საკმაზი, იგნორირება გაუკეთე მას და ჩაანაცვლეთ ის ჯანსაღი ზეითუნის ზეთით.

Caption-33-RP-July-13

2. კონსერვირებული საკვები - კონსერვის ქილაში მოთავსებული საკვების გარკვეული ნაწილი შესაძლოა არც კი შეიცავდეს დიდი რაოდენობით კალორიებს, მაგრამ სანაცვლოდ, ნატრიუმით იყოს უხვად გაჯერებული, რაც წონაში დაკლების მსურველთათვის მიუღებელი რამაა. ნატრიუმს ერთი ძალიან ცუდი თვისება აქვს: ის ორგანიზმში სითხეს აკავებს. ამიტომაც, შეეცადეთ კონსერვირებული ნაცვლად ცოცხალი ან გაყინული პროდუქტები გამოიყენოთ.

3. წვენები - არ აქვს მნიშვნელობა, ხილის თუ ბოსტნეულის წვენზე აკეთებთ არჩევანს, ქარხნულად დამზადებული წვენები დიდი ოდენობით შაქარს შეიცავენ და მათგან სარგებელი რეალურად არც არაფერია. ხილისგან წვენის გამოწურვის პროცესში ხილის წვენი უჯრედისისგან ცალკევდება, შესაბამისად ის რასაც ჩვენ საბოლოოდ ვსვამთ, არის შაქრის დიდი ოდენობით შემცველი წვენი და შიგნით სასარგებლო უჯრედისი აღარც არის დარჩენილი. ამიტომაც, მათ ნაცვლად ცოცხალი ხილი მიირთვით ან ბლენდერში სმუზები მოამზადეთ.

homemade-coffee-creamer-horiz

4. ყავის სპეციალური ნაღები - ერთი შეხედით სრულიად უდანაშაულო, ციცქნა ყავის ნაღების შეფუთვა ერთ ჩაის კოვზზე 20-50-მდე კკალ-ს შეიცავს - წარმოიდგინეთ ჯამში რამდენი გამოდის?! და გჭირდებათ ეს ზედმეტი კალორიები?! მის ნაცვლად, შეგიძლიათ ჩვეულებრივი, პასტერიზებული რძე გამოიყენოთ.

5. მარგარინი - რომელიც თითქოს "დიეტურია", მინიმალური ოდენობით ცხიმს შეიცავს, მაგრამ სავსეა ქიმიური ნივთიერებებით. წონაში კლებისთვის (ჯანმრთელობას რომ თავი დავანებოთ) ჰიდროგენიზებული ზეთები განსაკუთრებით საშიში რამაა, რასაც გარკვეული ტიპის მარგარინი შეიცავს. ამას გარდა, მარგარინი დიდი ოდენობით შეიცავს ტრასნზეთებს, რაც წონაში კლებისთვისაც და ჯანმრთელობისთვისაც მნიშვნელოვნად საზიანოა.

მომდევნო პოსტამდე,

ანიკა

_OTHER BLOGPOSTS_