ბლოგი:
იანვარი 13, 2015
ავტორი Anika
მართალია, ჩიტების ჭიკჭიკი, კვირტებით აფეთქებული ხეების სურნელი და შეთხელებული სამოსის შარიშური ჯერ არც თუ ისე ახლოსაა, მაგრამ მგონი, განწყობაზე მაინც უნდა ვიზრუნოთ: გაზაფხულისთვის სათანადოდ ჩავატაროთ წინასწარი მოკვლევები და სიახლეებს და შემოთავაზებებს მომზადებულები შევხვდეთ. წამყვანმა კოსმეტიკურმა ბრენდებმა უკვე რამდენიმე ძალიან საინტერესო სიახლე შემოგვთავაზეს, რომელთაც დღევანდელ პოსტში გაგიზიარებთ.
Guerlain-ის ფრანგულმა სახლმა ახალი კოლექცია სახელწოდებით Les Tendres წარმოადგინა და ახალი სეზონისთვის გოგონებს ანგელოზისებური იერის მიღებაში დახმარებას გვპირდება. ამ კოლექციის ყველაზე ძლიერი ნაწილი ტონალური სითხე Baby Glow მგონია, რომელიც 25 SPF-საც შეიცავს და თავისი უთხელესი, ნახევრადგამჭვირვალე ტექსტურის წყალობით ფანტასტიურად ნაწილდება კანზე. რუჟი ამ კოლექციაში ფერად-ფერადი ბურთულების სახით არის წარმოდგენილი და ნაზ ვარდისფერ ტონალობებშია გადაწყვეტილი.
არჩევანს კრისტიან დიორის ყველაზე თამამ და მხიარულ საგაზაფხულო კოლექციაზე "Kingdom of Colors" თუ შეაჩერებთ, მერწმუნეთ, კვირტებთან ერთად გაზაფხულზე თქვენც იყვავილებთ: ხალისიანი, მრავალფეროვანი კოლექცია იმდენი საინტერესო პროდუქტისგან შედგება, რომ არც ვიცი რომლით დავიწყო. თვალის ჩრდილებს გადახედეთ: იისფერ-ვარდისფერ-ქლიავისფერი პალიტრა და მეორე მხრივ, ბაცი ვარდისფერი-ღია ნაცრისფერი, ჭაობისფერი და სალათისფერი ტონები. ვისაც ჩემ მსგავსად კოსმეტიკის ჩანთაში მინიმალური რაოდენობის და მაქსიმალურად მულტიფუნქციური ნივთები გიყვართ, მაშინ ტუჩის/ლოყების პიგმენტი თქვენთვის/ჩვენთვის ზედგამოჭრილი რამაა: Cheek and Lip Glow ერთ გლაკონში გაერთიანებული პომადაა და რუჟია: ასე მარტივად ტუჩის ფერსაც გაიხალისებს და ლოყებზე სასიამოვნო ფერსაც გადაიკრავთ. ამას გარდა, კოლექციაში ახალი ფრჩხილის ლაქები და პომადა/ბალზამებია შესული.
ატყობთ, ხომ, ყვავილები ყოველ ახალ კოლექციას რომ გასდევს ლეიტმოტივად?! ყვავილებს და ყვავილოვან განწყობას გაზაფხულზე ვერსად გავექცევით ან კი რატომ უნდა ავარიდოთ თავი, როცა ასეთი მომნუსხველი სიახლეები გვაქვს. შეავლეთ თვალი შანელის საგაზაფხულო კოლექციას: მე მზერა მომენტალურად ფრჩხილი ლაქისკენ გამექცა - საოცრად ნაზი, მსუბუქი ფერია, რომელიც სავარაუდოდ როგორც მოკლე, ასევე გრძელ ფრჩხილსაც უნდა მოუხდეს. ახალი რუჟი სახელწოდებით Jardin de Chanel ღია და მუქი ვარდისფერის კომბინაციაა, რომლის ზედაპირზეც კოკო შანელის საყვარელი ყვავილი, კამელია არის ამოტვიფრული. და ბოლოს, არ გამომრჩეს მარჯნისფერი წითელი პომადა, რომელიც საკმაოდ ღრმა ფერს იძლევა და არ ბზინავს ტუჩებზე.
ყვავილოვან გაზაფხულს გისურვებთ!
ანიკა