ბლოგი:
სექტემბერი 13, 2012
ავტორი Anika
ნიუ-იოკში მოდის კვირეული რომ დაიწყო, გეცოდინებათ, ალბათ. ერთი კვირაა უკვე მოდის წამყვანი სახლები და დიზაინერები 2013 წლის გაზაფული-ზაფუხულის კოლექციებს წარუდგენენ ფართო აუდიტორიას. ამიტომაც, გადავწყვიტე მოვლენებს არ ჩამოვრჩე და ანიაკს ბლოგის მკითხველებს ყველაზე საინტერესო ტენდენციები გაგიზიაროთ პოდიუმიდან.
დღეს ჯეისონ ვუს ჩვენებაზე გესაუბრებით, უფრო სწორად, მისი ჩვენების მონაწილე მოდელების მაკიაჟზე და იმიჯზე.
ამერიკის პირველი ლედის, მიშელ ობამას ერთ-ერთი საყვარელი ამერიკელი დიზაინერის ჯეისონ ვუს ჩვენების მთავარი ინსპირაცია ცნობილი ფოტოგრაფის, ჰელმუტ ნიუტონის ფოტოებზე აღბეჭდილი ქალების იმიჯი იყო: მოვლილი და ელეგანტური, მაგრამ არა ვულგარული, ძლიერი და სექსუალური ქალი.
მოდელებს ტუჩებზე ალუბლისფერი საცხი ესვათ, ლოყები კი M.A.C. Taupe Shape Powder Blush ფერუმარილით ჰქონდათ შეფერილი. ოდნავ “ბიჭური” გამომეტყველების მისაღწევად, წარბები M.A.C. Brow Fluidline-ით იყო გამუქებული, წარბებს ქვეშ კი M.A.C.-ის ოქროსფერი ლიმნისფერი პიგმენტური ჩრდილი ესვათ. თვალების გამომეტყველებას განსაკუთრებულ სიმკვეთრეს M.A.C.-ის შავი ფერის ლაინერი აძლევდა.
ტუჩებზე ღრმა ალუბლისფერის მისაღწევად, ვიზაჟისტს 6 სხვადასხვა პროდუქტი გამოუყენებია: M.A.C.-ის ტუჩის ფანქარი Cherry და Vino ფერებში, ტუჩის საცხი M.A.C. Lady at Play Mineralize Rich Lipstick, M.A.C. Lush Life Mineralize Rich Lipstick, და M.A.C. Pro Process Magenta Lipmix. ბოლოს კი, ტუჩებზე ფერის დასაფიქსირებლად M.A.C.-ის Neo-Orange ფერის პიგმენტური ჩრდილი გადაუსვამს.
ფრჩხილებს რავ შეეხება, მოდელებს OPI-ს მუქი ნაცრისფერი ლაქი ესვათ Suzi Skis in the Pyrenees. ეს ფერი განსაკუთრებულად მომწონს და სხვათაშორის, ყოველ სეზონზე ოდნავ განსხვავებულ ტონალობებში არის ხოლმე OPI-ს კოლექციებში წარმოდგენილი.
დღეს სულ ეს იყო, მომდევნო პოსტამდე,
ანიკა