ბლოგი:
ივნისი 24, 2014
ავტორი Anika
კომბინირებული, ცხიმიანობისკენ მიდრეკილი სახის კანი მაქვს და ზაფხული ჩემთვის საკმაოდ მგრძნობიარე დროა. ამ პერიოდში კანი გაცილებით ინტენსიურად მიცხიმიანდება, შესაბამისად ცხიმიანი მბზინვარებაც არ აყოვნებს და ეგრევე გამოანათებს ხოლმე კანზე (რაც სასტიკად არ მომწონს, ან კი ვის მოსწონს?!) ამიტომაც, მიჩნდება იმის მოთხოვნილება, რომ სახე დღეში რამდენჯერმე დავიბანო - ფსიქოლოგიური დამოკიდებულებაა, თორემ რაციონალურად კანს დღეში 2-ჯერ დაბანა სრულად ყოფნის. თუმცა, მაინც არსებობს სხვადასხვა ხერხები და საშუალებები, რომლებიც ჩემ მიერ აღწერილ დისკომფორტის შეგრძნებას უარეს ვარიანტში, შეამსუბუქებს, საუკეთესო შემთხვევაში კი სრულად ალაგმავს.
დღევანდელ პოსტში რამდენიმე ისეთ სახის დასაბან საშუალებას გაგიზიარებთ, რომლებსაც არატრადიციული, უჩვეულო ტექსტურა აქვთ და რომელთაც ზაფხულის სიცხეში პრაქტიკულად გამოიყენებთ.
Hydra Sparkling One-Minute Glow Powder, Givenchy - წარმოიდგინეთ ჯადოსნური ფხვნილი, რომელიც წყალთან შერევისას მაგიურ, ამქერცლავი ნაწილაკების შემცველ ქაფად გადაიქცევა. ეს ქაფი ყოველდღიური გამოყენებისთვისაა, ის ღრმად წმენდს კანს და მას სიმსუბუქეს და მბზინვარებას ანიჭებს. ეს საინტერესო გამწმენდი საშუალება ავიწროებს ფორებს და დღის განმავლობაში კანს ჯანმრთელ ფერს უნარჩუნებს.
AROMATIC CLEANSING BALM, DARPHIN - ეს დასაბანი საშუალება ბალზამის სახითაა წარმოდგენილი და წყალთან კონტაქტისას რძის ემულსიად იქცევა, რაც იდეალურად აშორებს კანს დაბინძურებას და მაკიაჟს. დარფინის პროდუქტი კარგად კვებავს კანს, აქრობს სიმშრალის უსიამოვნო შეგრძნებას, რომელიც სახის წყლით გაწმენდისას შეიძლება გქონდეთ. ფრანგული ბრენდის ამ პროდუქციაში ვარდის ხის, ილანგ-ილანგის და სალბის ეთერზეთები, С და Е არის შესული.
HUILE CONFORT PRÉCISION, CHANEL - შანელის ეს მდიდარი ზეთი ყველაზე მდგრად მაკიაჟს და დაბინძურებებსაც აცილებს. კანთან კონტაქტისას ზეთი რძედ იქცევა, რომელიც წყლით ძალიან მარტივად ცილდება: ზეთს ისვამთ მშრალ სახეზე მშრალი ხელის თითებით, აცდით ცოტა ხანს და შემდეგ ჩამოიბანთ.
PHYTO-PÂTE MOUSSANTE, SISLEY - და ბოლოს, ფიტოპასტა, რომელიც ქაფდება და რომელიც სახის კანს ნაზად ასუფთავებს. თითებს ვისველებთ წყალში და შემდეგ ვისვამთ ფიტოპასტას სახეზე. თითების ნაცვლად, შეგიძლიათ სპეციალური ჯაგრისი გამოიყენოთ, რომელიც შეფუთვას მოყვება. პრემიალური ფრანგული ბრენდის ეს პროდუქტი კვებავს, ამშვიდებს და არბილებს კანს, იმავდროულად მატონიზირებელი ეფექტიც აქვს და სათანადო დატენიანებასაც უზრუნველყოფს.
მომდევნო პოსტამდე,
ანიკა