We use proprietary and third party cookies to improve your experience and our services, as well as to display advertising from our website or third party websites based on an analysis of your browsing habits. If you continue browsing, we shall consider that you accept their use. For more information see our Privacy Policy
Accept

უჯრედისი და მისი სარგებელი

_from blog_:
_November_ 11, 2013
_by_ Anika
რა ხანია, რაც უჯრედისი დიეტოლოგებითვის ერთ-ერთ საყვარელ კომპონენტად და ზოგადად, ჯანსაღი კვების განუყოფელ ნაწილად იქცა. საინტერესოა ის ფაქტი, რომ 1970-იან წლებამდე მას “ბალასტის” სახელით მოიხსენიებდნენ და მის კვებით ღირებულებას სერიოზულად არც არავინ განიხილავდა. არადა უჯრედისი, რომელიც ცელულოზას ნაირსახეობას წარმოადგენს, საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრიდან დაშლას არ ექვემდებარება და პირდაპირ კუჭ-ნაწლავის მიკროფლორაში ხვდება. მისი ყველაზე სასარგებლო თვისება კი ჩვენს ორგანიზმში დაგროვილი მავნე ნივთიერებების, ტოქსინების, პესტიციდების და მძიმე მეტალების მარილების შეწოვაა.

?????????????????????

კუჭში მოხვედრისთანავე უჯრედისი ფუვდება - სწორედ ამ უნიკალური თვისების წყალობით გვანიჭებს ის დანაყრების შეგრძნებას. ამას გარდა, მას ნივთიერებათა ცვლის პროცესის დაჩქარებაც შეუძლია. ასე რომ უჯრედისით მდიდარი საკვების რეგულარული გამოყენება კუჭ-ნაწლავის გამართულ მუშაობაშიც დაგეხმარებათ და გულის, ღვიძლის, კუჭქვეშა ჯირკვალის და ფილტვების უკეთ ფუნქციონირებასაც შეუწყობს ხელს.

ყველაზე დიდი ოდენობით უჯრედისს ცოცხალ ბოსტნეულში და ხილში, მარცვლეულში და პარკოსნებში ვხვდებით. კერძოდ, მწვანე ლობიო, გრეიფრუტი, ლიმონი, გოგრის თესლი, მარწყვი, შავი მოცხარი მდიდარია წყალში ხსნადი უჯრედისით. მათ გარდა, შვრია, ჭვავი და ხორბალიც საკმაო რაოდენობით უჯრედისს შეიცავენ. გახსოვთ, ალბათ, დილით შვრიის ფაფა დღის საუკეთესო დასაწყისად რომ ითვლება. თუ თქვენ დიეტურად იკვებებით და ზედმეტი კილოგრამების ჩამოყრა გსურთ, მაშინ ასეთი ფაფა წყალზე უნდა იყოს მომზადებული - რძით და ნაღებით მოხარშული ვარიანტი საკმაოდ მაღალკალორიულია.

520x400_0xc0a83945_1251104681374568650

რაც შეეხება, უხსნად უჯრედისს, მათ თითქმის ნებისმიერი დასახელების ბოსტნეულში შეხვდებით, განსაკუთრებით მდიდარი კი ამ მხრივ უმი სტაფილოა.

მოკლედ, დიეტოლოგების რეკომენდაცია ასეთია: უჯრედისი უნდა მივიღოთ ყოველდღიურად - მისი წყალობით ხომ საბოლოო ჯამში კანის, თმის, ფრჩხილების მდგომარეობის გაუმჯობესება და წონის დარეგულირება შეგვიძლია. თუმცა, იმ ადამიანებმა, ვისაც ჩემს მსგავსად კუჭ-ნაწლავის მწვავე დაავადებები აწუხებთ (წყლული, გასტრიტი), უჯრედისით დატვირთულ კვების რაციონზე გადასვლამდე, უმჯობესია ექიმთან გაიარონ კონსულტაცია.



მომდევნი პოსტამდე

ანიკა

_OTHER BLOGPOSTS_