ბლოგი:
მაისი 03, 2014
ავტორი Anika
დასავლეთიდან ელვისებური სისწრაფით შემოსული და "გაპოპულარულებული" სმუზი (smoothie) ჯანსაღი ცხოვრების მიმდევრების ერთ-ერთ საყვარელ იარაღად იქცა არამხოლოდ ჯანმრთელობაზე საზრუნველად, არამედ ზედმეტ წონასთან საბრძოლველადაც. საკუთარი გამოცდილებით გეტყვით, რომ სათანადოდ მომზადებული სმუზი საჭირო ენერგიითაც მოგამარაგებთ, დანაყრების გრძნობასაც მოგგვრით და მარტივად ჩაანაცვლებს დღის განმავლობაში ერთ რომელიმე კვებას. საბოლოო ჯამში კი ეს ყველაფერი წონაში კლებაში დაგეხმარებათ.
ხილის და ბოსტნეულის გარდა, სმუზიში ხშირად უცხიმო იოგურტს ან რძეს, თხილს, მიუსლის და თაფლს ამატებენ, რაც მას კიდევ უფრო ნოყიერ და სრულყოფილ საკვების მიღების ალტერნატივად აქცევს. ასეთი სასმელი ვიტამინების და მინერალების დიდ მარაგს აწვდის ორგანიზმს, თანაც ძალიან მარტივი მოსამზადებელია და მცირე დრო სჭირდება. მოდით, დღევანდელ პოსტში რამდენიმე გამორჩეულად გემრიელი და სასარგებლო სმუზის რეცეპტს გაგიზიარებთ.
ბანანის და ჟოლოს სმუზი
ვიღებთ 1 მწიფე ბანანს, 1 ჭიქა ჟოლოს (გაყინულიც შესაძლებელია), 1/2 ჭიქა დაბალცხიმიან რძეს და კარგად დავაბლენდერებთ. სურვილისამებრ, დასატკბობად, შეგიძლიათ ოდნავ თაფლი გაუკეთოთ.
მარწყვის და ფორთოხლის სმუზი
3 ჭიქა მარწყვს, 1 ჭიქა ახლადგამოწურულ ფორთოხლის წვენს, 1 ჭიქა უცხიმო იოგურტს, 1/2 კოვზი ვანილის ექსტრაქტს მოვათავსებთ ბლენდერში და 10-15 წამი დაბალ სიხშირიზე დავაბლენდერებთ. გამოვრთავთ, მოვურევთ კოვზით და შემდეგ 15-20 წამი მაღალ სიხშირეზე გავგრძელებთ დაბლენდერებას.
სმუზი "მზიანი საუზმე"
ამ სმუზისთვის დაგვჭირდება 5 სტაფილო, 2 ფორთოხალი, 1 მანგო და ნიახურის 3 ღერო. ფორთოხალს და მანგოს კანს მოვაცილებთ, სტაფილოს გავთლით, ამ ყველაფერს გავრხეცხავთ და დავჭრით ისეთ ზომაზე, რომ წვენსაწურს კარგად მოერგოს. ერთად გამოწურეთ ფორთოხალი და მანგო, ცალკე გაწურეთ ნიახური და სტაფილო. შემდეგ ორივე წვენი ერთმანეთსი აურიეთ და დააბლენდერეთ, სურვილისამებრ შეგიძლიათ ყინულის დამატება.
საუზმის სმუზი მიუსლით
ვიღებთ 1 ჭიქა უცხიმო იოგურტს, 1/2 ჭიქა მარწყვს, 2 სუფრის კოვზ წყალს, 1/2 ჭიქა უცხიმო რძეს და 3/4 ჭიქა მიუსლის თხილით და ქიშმიშით. ამ ყველაფერს, რძის გამოკლებით, კარგად დავაბლენდერებთ, დავამატებთ რძეს და გემრიელი საუზმეც მზადაა.
მომდევნო პოსტამდე,
ანიკა