ბლოგი:
აპრილი 18, 2015
ავტორი Anika
ხომ იცით, სახლში მომზადებული ნიღბები, სქრაბები და მსგავსი ნებივრობები როგორ მიყვარს?! ინგრედიენტებს თავად აკონტროლებ, იცი რას და რამდენს იყენებ და მშვიდად ხარ იმის გამო, რომ შენს კანზე რამე უცხო და გაურკვეველი ქიმიური ელემენტი არ აღმოჩნდება. თანაც, ასეთი სახლში დამზადებული ნიღბები საკმაოდ ეფექტურია და რიგ შემთხვევებში, ძვირადღირებულ მზა პროდუქციაზე კარგი შედეგიც კი შეიძლება მოგცეთ. მოკლედ, მე გიზიარებთ, სცადეთ და რეზულტატების შესახებ მოგვწერეთ.
მოხარშული კარტოფილის ნიღაბი - 1 სუფრის კოვზი დაჭყლეტილი, მოხარშული კარტოფილი ავურიოთ 1 ს.კ. ზეითუნის ზეთთან ან რძესთან. გასუფთავებულ კანზე დავიდოთ 15-20 წუთით და შემდეგ თბილი წყლით ჩამოვიბანოთ.
კვერცხის ნიღაბი - ერთ კვერცხის გულს დავუმატოთ 1 ს.კ. კეფირი (შეგიძლიათ შეცვალოთ არაჟნით ან ზეითუნის ზეთით), 15-20 წუთით გავიჩერებთ და შემდეგ ჩამოვიბანთ.
თაფლის ნიღაბი - 1 ს.კ. ნატურალურ თაფლს ავურევთ 1 ს.კ. ალოეს წვენთან, 10 წუთით გავიჩერებთ და შემდეგ ნელთბილი წყლით ჩამოვიბანთ.
კარტოფილის წყენის ნიღაბი - ვიღებთ 1 ს.კ. კარტოფილის წვენს, 1 კვერცხის გულს, 1 ჩ.ლ. ზეითუნის ზეთს და ქატოს, კარგად ავურევთ ისე, რომ არაჟნის კონსისტენცია მივიღოთ და 20 წუთი გავიჩერებთ.
მწვანე ჩაის ნიღაბი - მწვანე ჩაის ნაყენში ჩავდებთ მარლას, დავაცდით კარგად გაჟღენთვას და 15-20 წუთით დავიფენთ სახეზე. არ დაგავიწყდეთ, თვალების და ტუჩის ზონები მარლაზე შესაბამისად ამოჭერით.
გრეიფრუტის ნიღაბი - ვიღებთ 2 ს.კ. გრეიფრუტის რბილობს, ვამატებთ 1 ს.კ. კეფირს, 1 ს.კ. ქატოს და სქელი არაჟნის კონსისტენციის მიღებამდე კარგად ვურევთ. შემდეგ ვიდებთ სახეზე 20 წუთით.
ხაჭოს ნიღაბი - 2 სუფრის კოვზ ნაკლებცხიმიან ხაჭოს ავურევთ 1 ჩ.კ. ოხრახუშის წვენთან, 1 ჩ.კ. სელის ზეთთან, ლიმონის ან ფორთხოლის ცედრასთან ერთად. გავიჩერებთ 15 წუთი.
არაჟნის ნიღაბი - ერთი კვერცხის ცილას და 1 ს.კ. არაჟანს კარგად ავურევთ და 20 წუთით გავიჩერებთ სახეზე.
ოხრახუშის ნიღაბი - 1 ჩ.კ.წვრილად დაქუცმაცებულ ოხრახუშს დავამატოთ 1 ჩ.კ. არაჟანი ან ზეითუნის ზეთი, კარგად ავურიოთ და 15-20 წუთის შემდეგ ჩამოვიბანოთ.
საფუარის ნიღაბი - 1 ს.კ. საფუარი განხსნათ წყალში ისე, რომ თხევადი არაჟნის კონსისტენცია მივიღოთ, დავამატოთ 1 ს.კ. მცენარეული ზეთი. ნიღაბს ვიდებთ ორ შრედ: ნიღბის პირველი ფენა რომ გაშრება, შემდეგ გადავისვამთ ზემოდან მეორეს და 10 წუთში ჩამოვიბანთ.
იმედი მაქვს, თქვენთვის სასარგებლო ერთ ნიღაბს მაინც აღმოაჩენდით დღევანდელ ჩამონათვალში.
მომდევნო პოსტამდე,
ანიკა