We use proprietary and third party cookies to improve your experience and our services, as well as to display advertising from our website or third party websites based on an analysis of your browsing habits. If you continue browsing, we shall consider that you accept their use. For more information see our Privacy Policy
Accept

ვარდის ელექსირი

_from blog_:
_June_ 19, 2012
_by_ Anika
ადრეც მითქვამს, რომ საოცრებების და ჯადოქრობების არ მწამს. შესაბამისად ისეთი დაპირებები, რომლებიც ერთ კვირაში ოცი წლით გაახალგაზრდავების გარანტიას იძლევა, ჩემში ცნობისმოყვარეობას ვერ აღვივებს. სამაგიეროდ მჯერა თავის მოვლის ისეთი საშუალებების, რომელთა მეშვეობითაც ხელშესახები და ადექვატური გამაახალგაზრდავებელი ეფექტის მიღწევა არის შესაძლებელია.



Lancome- ის ლაბორატორიის წარმომადგენლებს თუ დავუჯერებთ, სწორედ ასეთი რეალური შედეგის მომტანია მათი ლაბორატორიის სიახლეც - სახის საცხი Absolue L'Extrait. შავ, მაგიურ ქილაში მოთავსებული საცხი ორ მილიონამდე ღეროვან უჯრედს შეიცავს, რომლებიც ვარდისგან მიიღება, ამ განსაკუთრებული ვარდის გამოყვანა კი ლანკომის კუთვნილ Loire Valley მინდორში ხდება. ისე, საერთოდ ვარდს რომ ლანკომისთვის განსაკუთრებული დატვირთვა აქვს, ეს ბევრს თქვენგანს გემახსოვრებათ - ლანკომის პროდუქციაზე გამოსახული საფირმო ნიშანი - ვარდი 1973 წელს საფრანგეთის საუკეთესო ვარდების გამომყვანის, ჟორჟ დელბარის მიერ შეიქმნა.

იმისათვის, რომ ამ საგანგებო ვარდისგან ეს მაგიური საცხი შეექმნათ, ამას ლაბორატორიის მტკიცებით არც მეტი არც ნაკლები ათი წელი დასჭირდა. ეს დამატენიანებელი საცხი ლანკომის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებულ პროდუქტად ითვლება მის წარმოებაზე გაწეული ხარჯების გათვალისწინებით და ლაბორატორიის მტკიცებით დიახ, მას ნამდვილად შეუძლია თქვენი სახის კანის გაახალგზარდავება.



ეს კონკრეტული ყვავილი თავის დროზე სუნამოების წარმოებისთვის გაუშენებიათ, თუმცა მისი ფოთლების გამორჩეული სიმკვრივის გამო, ლანკომის სახლის მეცნიერებს ვარდის უჯრედების შესწავლა დაუწყიათ და წლების თავზე, სწორედ მისგან შექმნეს  Absolue L'Extrait-ის საცხიც.

ამ ძვირადღირებული ($350) საცხის მოქმედება საკუთარ თავზე ჯერ არ გამომიცდია, მაგრამ ერთი ის შემიძლია გითხრათ, რომ საცხი ძალიან ღია ვარდისფერია, ზომიერად ასდის ვარდის სურნელი და კანზე წყლის მსგავსად იწოვება.

მომდევნო პოსტამდე,



ანიკა

_OTHER BLOGPOSTS_