We use proprietary and third party cookies to improve your experience and our services, as well as to display advertising from our website or third party websites based on an analysis of your browsing habits. If you continue browsing, we shall consider that you accept their use. For more information see our Privacy Policy
Accept

ვარჯიში სარბენ ბილიკზე, რომელიც 400 კკალ-ს დაგაწვევინებთ

_from blog_:
_June_ 15, 2017
_by_ Anika
სირბილი სულ 4 თვის წინ დავიწყე და რამდენიმე დღეში შევიყვარე მარტივი მიზეზების გამო: ფანტასტიური კარდიო-ვარჯიშია; მოკლე დროში მაქსიმალური კალორიების დაწვის შესაძლებლობას გაძლევს; კარგ განწყობაზე გაყენებს; და სხვა დანარჩენთან ერთად, გამორჩეულად ეფექტიანია დუნდულოს კუნთების გასამკვრივებლად. ვისაც გარეთ სირბილი დიდად არ გიყვართ და უპირატესობას სარბენ ბილიკს ანიჭებთ, დღევანდელ პოსტში ამერიკელი ფიტნეს ინსტრუქტორის მიერ რეკომენდებული სავარჯიშო მინდა შემოგთავაზოთ, რომელიც სირბილის და აღმართზე სირბილის კომბინაციით 42 წუთის განმავლობაში 400 კკალ-ის დაწვის შესაძლებლობას იძლევა. ასეთი ინტერვალებიანი ვარჯიში თეძოს და დუნდულოს კუნთების გავარჯიშების გარდა, მუცლის ცხიმზეც ძალიან ეფექტიანად მოქმედებენ.

მოკლედ, სარბენ ბილიკზე დაქანების ინდიკატორს (Incline) ვაყენებთ 1-ზე და ვიწყებთ. ყოველი სამწუთიანი სარბენი ინტერვალის დროს დაქანების ინდიკატოს ავწევთ 15%-მდე და ყოველი ერთწუთიანი სპრინტის ინტერვალისთვის დაქანების ინდიკატოს ჩამოვწევთ 1-მდე. მოკლედ, ჩვენი სავარჯიშო ცხრილი ასე გამოიყურება:

Screen Shot 2017-07-30 at 11.39.11

როგორც ცხრილში ხედავთ, პირველი 5 წუთი ვხურდებით სირბილით, შემდეგ კი გადავდივართ ასეთ რეჟიმზე: 3 წუთი სირბილი 15%-იანი დაქანებით, ერთი წუთი სპრინტი და ასე მონაცვლეობით. ბოლო 5 წუთი ვამთავრებთ ისევ სირბილით და გულისცემას დარეგულირების შესაძლებლობას ვაძლევთ.

_OTHER BLOGPOSTS_