ბლოგი:
იანვარი 25, 2016
ავტორი Anika
ბოსტნეულის სალათზე მოსხმული ვაშლის ძმარი, დამეთანხმებით, სასარგებლოსთან ერთად, ძალიან არომატული და გემრიალია. თუმცა, ამ ჯადოსნური ძმრის მოქმედება მხოლოდ გასტრონომიული არეალით არ შემოიფარგლება: სამზარეულოს თაროზე შემოსკუპებული ეს სითხე თქვენი სილამაზის პროცედურების საკმად მნიშვნელოვანი და ეფექტიანი ინგრედიენტი შეიძლება გახდეს.
ექიმ-დერმატოლოგების თქმით, ვაშლის ძმარი არაერთი პრობლემის მოგვარებაში შეიძლება დაგეხმაროთ: მაგალითად, აკნე და ფსორიაზი. როგორც ირკვევა, კანის ph-ის რეგულირების გარდა, ვაშლის ძმარში შემავალ მჟავას კანის გაწმენდა და აკნეს შეჩერებაც კი შეუძლია. რა ფორმით შეგვიძლია მისი გამოყენება?
მის შემადგენლობაში არსებული C, A, B1, B6 ვიტამინების და რკინის გამო, ვაშლის ძმარი მარტივად შეგვიძლია მივირთვათ: ერთი სუფრის კოვზი გავაზავოთ 200 მლ. სასმელ წყალთან ერთად და ასე დავლიოთ, ყოველდღიურად - ეს თქვენი კანისთვის მხოლოდ სიკეთის მომტანი იქნება.
ვაშლის ძმარი თმას რბილს და მბზინავს ხდის იმ მიზეზით, რომ ის თმიდან შამპუნის ნარჩენებს აცილებს (რომლებიც არაფერშჲ გვესაჭიროება). სპეციალისტები, დაახლოებით ნახევარიდან ერთი ჭიქამდე ვაშლის ძმრის გამოყენებას გვირჩევენ, თმის სიგრძიდან გამომომდინარე. ძმარს თმაზე გადავივლებთ, თითებით მასაჟის მოძრაობით კარგად შევიზელთ, შემდეგ პოლიეთილენის შხაპის ქუდს დავიხურავთ და 10 წუთი გავიჩერებთ, ჩამოვიბანთ შამპუნით.
მას პირის ღრუს ჰიგიენისთვისაც საკმაოდ ეფექტიანად გამოვიყენებთ, თუ ნახევარი სუფრის კოვზ ძმარს ერთ სუფრის კოვზ საკვებ სოდასთან ავურევთ: ასეთი ნარევით კბილების გახეხვა ზედაპირულ ლაქებსაც უმკლავდება და უსიამოვნო სუნსაც აქრობს.
თუ სახეზე მოულოდნელად გამოჩენილ გამონაყარზე ძილის წინ ვაშლის ძმარს გადაისვამთ, თავისი ანტიბაქტერიული მოქმედების წყალობით, ღამის განმავლობაში ძმარი თავის საქმეს გააკეთებს.
ამ ყველაფერთან ერთად, ვაშლის ძმარი ეფექტიანი ყოფილა ქერტლის და თავის კანის გაღიზიანების შემთხვევაშიც. მის შემადგენლობაში არსებული ალფაჰიდროქსი მჟავას ამქერცლავი ფუნქცია აქვს და კანის ზედა შრეებს აცილებს და ჯანსაღი კანის გამოთავისუფლებაში გვეხმარება. რეკომენდებულია კვირაში ერთხელ 1/2 პროპორციით შეზავებული წყლის და ძმრის თმის ძირებში შეზელვა და 10 წუთით დატოვება.
მომდევნო პოსტამდე,
ანიკა