ბლოგი:
აგვისტო 11, 2016
ავტორი Anika
ვაშლის ძმარი ბევრი თქვენგანის სამზარეულოში საპატიო ადგილს იკავებს, ალბათ - ამ ძმარზე ანიკას ბლოგში ადრეც გვისაუბრია და უკვე კარგად ვიცით, რომ სასიამოვნო არომატის გარდა, ის ორგანიზმისთვის სასარგებლო არაერთ მიკროელემენტს და ნივთიერებას შეიცავს: ამ ყველაფრის მეშვეობით, ვაშლის ძმარი წონაში კლებაშჲ გვეხმარება, კარგად მოქმედებს იმუნურ სისტემაზე, ხელს უწყობს ორგანიზმის დეტოქსიკაციას, ცხიმის წვას და სისხლში შაქრის დონეს დაბლა სწევს. დღევანდელ პოსტში ამ ძმრის გამოყენებით მომზადებული რამდენიმე სასმელის რეცეპტს შემოგთავაზებთ, რომლებიც წონაში კლების პროცესში ნამდვილად გამოგადგებათ.
ვაშლის ძმრის ნახარში - დაგვჭირდება 1/4 ჭიქა წყალი;, 1/4 ჭიქა გაუფილტრავი ვაშლის ძმარი; 1 სუფრის კოვზი თაფლი; 1 სუფრის კვზი კაიენის პილპილი; ერთი მსუქანი ნაჭერი ლიმონი. წყალს ავადუღებთ და მას ვაშლის ძმარს დავუმატებთ. კარგად მოვურევთ და ჩავამატებთ თაფლს, პილპილს და ზემოდან ლიმონს დავაწურავთ. ერთ ჭიქა ასეთ სასმელს სულ რაღაც 66 კკალ. აქვს.
შტოშის სასმელი - ამ სასმელს ზოგი ვარჯიშამდე ცოტა ხნით ადრეს სვამს, როგორც ენერგიის მომცემ სასმელს, თუმცა ამას გარდა, ის კარგია ღვიძლის, კუჭ-ნაწლავის და თირკმლების გასაწმენდად. მის მოსამზადებლად დაგვჭირდება 120 გრამამდე შტოშის წვენი, 1 სუფრის კოვზი ვაშლის ძმარი, ნახევარი ლიმონის წვენი და 120-დან 350 მილიგრამამდე წყალი. ამ ინგრედიენტებს კარგად ავურევთ და მივირთმევთ.
ვანილიანი სასმელი - მის მოსამზადებლად დაგვჭირდება 2 სუფრის კოვზი ვაშლის ძმარი, 2 სუფრის კოვზი ორგანული ვაშლის წვენი (ახლადგამოწურული), 180 მილიგრამი წყალი, მწიკვი ვანილი და დარიჩინი, 1-2 კუბი ყინული. აურიეთ ყველაფერი და მიირთვით ცივად.
ვაშლის ძმრის და თაფლის სასმელი - იდეალურია დილით მისართმევად. 2 ჭიქა წყალს ვუმატებთ 4 სუფრის კოვზ ვაშლის ძმარს და ნახევარ ჩაის კოვზ თაფლს. ასეთი მეთოდით მომზადებულ სასმელს მხოლოდ 18 კკალ აქვს.
მომდევნო პოსტამდე,
ანიკა