ბლოგი:
დეკემბერი 10, 2014
ავტორი Anika
სახის შრატს (ინგლისურად Serum) ალბათ, ბევრი თქვენგანი მოიხმარს: "ჯადოსნური" სითხე, რომელიც ჩვეულებრივ დღის თუ ღამის საცხთან შედარებით გაცილებით მაღალი კონცენტრაციით შეიცავს ამა თუ იმ ნივთიერებებს და სახის კანისთვის ჯანმრთელობისთვის აუცილებელ ინგრედიენტებს. თანაც ეს მაგიური ძალის მქონე შრატი მხოლოდ 2-3 წვეთი გვჭირდება მხოლოდ: იდეალურად ნაწილდება მთელ სახეზე და წამებში იწოვება ყოველგვარი ზედმეტი ცხიმის ან სისველის შეგრძნების გარეშე. მოკლედ, შრატი ნამდვილად კარგი პროდუქტია, განსაკუთრებით კი მათთვის, ვინც 35 წელს გადააბიჯა და დაბერებას და მის პირველ ნიშნებს ებრძვის აქტიურად.
წლევანდელი ზამთრის სეზონისთვის 4 ახალი საინტერესო შრატი გამოჩნდა ბაზარზე, რომლებიც დღევანდელ პოსტში მინდა გაგაცნოთ:
1. Dior, ONE Essential, Intense Skin Detoxifying Booster Serum - ეს შრატი ზღვის წყალმცენარეებისგან არის დამზადებული (ხომ გახსოვთ, წყალმცენარეები ერთ-ერთი საუკეთესო რომაა კანიდან ტოქსინების გამოსადევნად?!), რომლებიც კანს ამკვრივებენ, პლანქტონი და ჰიბისკუსი კი გაღიზიანებულ კანს ამშვიდებენ, ხოლო სალიცილის მჟავას ანთებისსაწინააღმდეგო ეფექტი აქვს. ამ შრატის სამი კვირის განმავლობაში გამოყენების შემდეგ, სახის ოვალი გაცილებით გამოკვეთილი, კანი კი დამშვიდებული, დატენიანებული და ნათელი ფერის ხდება.
2. Elizabeth Arden, Flawless Future, Serum Capsules - ელიზაბეტ არდენის ამ სიახლეში კერამიდები და გლიკოლის მჟავაა შესული, რომლებიც კანს ნოყიერად ატენიანებენ. სიოს პროტეინები ფიტოესტროგენებს შეიცავენ - ისინი კანის ტონუსს აუმჯობესებენ. სამი კვირის განმავლობაში გამოყენების შედეგად, მცირე ნაოჭები საგრძნობლად მცირდება და კანი დასვენებულად და გამკვრივებულად გამოიყურება.
3. Guerlain, La Concentre de Longevite Orchidee Imperiale - ამ შრატის შემადგენლობა ისე ეგზოტიკურად ჟღერს, რომ მისი ჩამოთვლა ერთი სიამოვნებაა: ალგინის მჟავა კანს ამკვრივებს; მანგოს ექსტრაქტი, სოიოს მარცვლები და პლანქტონი კანს ჭიმავენ, ამშვიდებენ და სათანადოდ კვებავენ; აზიური ცენტელას წვენი კანის ფერს აღიავებს და შედარებით ნათელს ხდის. შრატი ძალიან სწრაფად იწოვება, ამდენად შეგიძლიათ ის ღამით, ძილის წინ გადაისვათ და დილისთვის სახეზე შეშუპებაც აღარ გექნებათ.
4. Shiseido, Ultimune Power Infusing - გინკო ბილობას ექსტრაქტი კანის სიმკვრივეს აუმჯობესებს, კვლიავის და პერილას ექსტრაქტებს კი ანტიბაქტერიული მოქმედება აქვთ. საკმაოდ ეკონომიურია: რამდენიმე წვეთი მთელ სახეზე კარგად ნაწილდება. შრატი იდეალურად კვებავს კანს, სამკვირიანი მოხმარების შემდეგ კი საგრძნობლად ამცირებს ნაოჭებს.
მომდევნო პოსტამდე,
ანიკა