We use proprietary and third party cookies to improve your experience and our services, as well as to display advertising from our website or third party websites based on an analysis of your browsing habits. If you continue browsing, we shall consider that you accept their use. For more information see our Privacy Policy
Accept

ვცდით კანის დამატენიანებელ ნიღბებს

_from blog_:
_October_ 02, 2015
_by_ Anika
ზაფხულის ცხელი და მზიანი დღეების შემდეგ საკუთარ კანს პატივი თუ გსურთ სცეთ, მაშინ ერთ-ერთი რაც უნდა გააკეთოთ, მის ინტენსიურ დატენიანებაზე ზრუნვაა. დამატენიანებელი საცხე და კოსმეტოლოგიურ კაბინეტში ვიზიტი თავისთავად, ამაზე ყურადღებას ამ პოსტში არც გავამახვილებ - დღეს სახლის პირობებში კანის დამატენიანებელი ნიღბების გამოყენებაზე გესაუბრებით, უფრო სწორად, რამდენიმე გამოცდილ და ეფექტურ ნიღაბს გაგაცნობთ.

500x500_1_b6b0ec6e4ac36555386d182ffc277474@500x500_0xd42ee437_13313939021443704072

Clarins HydraQuench Cream-Mask - ამ ნიღაბს გაუწყლოვანებული კანის ოაზისსაც უწოდებენ, ვინაიდან მასში შემავალი ჰიალურონის მჟავის, E ვიტამინის და კატაფრაის ხის ექსტრაქტის ხარჯზე ის კანის წყლის რეზერვებს ავსებს, კანის გარეგან დამცავ შრეს აღადგენს და გააჩნია ულტრაიისფერი სხივების ფილტრი. რაც მთავარია, ეს ნიღაბი არ შეიცავს სილიკონს და სხვა ქიმიურ დანამატებს. ტექსტურით ძალიან წააგავს მსუყე სახის საცხს, კანზე გამჭვირვალე ფენად ნაწილდება და საკმაოდ სასიამოვნო არომატი აქვს. საინტერესო იყო იმის აღმოჩენა, რომ ეს ნიღაბი თვალის ირგვლივ ზონაზეც შეგიძლიათ გადაისვათ.

495x495_1_ba0a0f80deb511414b4b94eb6dc9e92b@495x495_0xd42ee437_3144302211443715267

Lancome, Hydra Zen - საკმაოდ უნიკალური პროდუქტია, ვინაიდან მასში ღამის ნიღბის და შრატის მოქმედებებია გაერთიანებული. ინტენსიური დამატენიანებელი შრატი -ნიღაბი სტრესის შედეგებთან საბრძოლველად შეიქმნა და ის იდეალურად ახერხებს კანის დატენიანებასაც ღამის განმავლობაში და მისთვის მბზინვარების მინიჭებასაც. ნიღაბი ადვილად შეიწოვება კანზე, აქვს ძალიან სასიამოვნო სურნელი, კარგად ადუნებს/ამშვიდებს კანს და მეორე დილით, თქვენი სახე უკვე ახალი ენერგიით და ჯანსაღი მბზინვარებითაა სავსე.

500x500_1_0147f2f09ea5232ba513a11ab060a5ff@500x500_0xd42ee437_17749646721443723786

ლანკასტერის ბრენდს დიდ პატივს ვცემ მზისგანდამცავი პროდუქტების გამო და მრავალი წელია უკვე ლოიალური კლიენტი ვარ. თუმცა,ამ ბრენდის მიერ წარმოებული თავის მოვლის საშუალებები  არასდროს გამომიყენებია. ამ ნიღაბს - Flash Hydration Mask - ინტერნეტგვერდებზე დადებითი რეკომენდაციები აქვს, ვინაიდან ის წყალმცენარეების და მინერალური წყლების საფუძველზეა შემოშავებული და ამ ყველაფრის წყალობით, "მოწყურებულ" კანს იდეალურად ატენიანებს. თუმცა, ერთი მინუსი რაც ნიღაბს გააჩნია და რის გამოც მას მგრძნობიარე კანის შემთხვევაში უნდა მოერიდოთ, ალკოჰოლის შემცველობაა.

მომდევნო პოსტამდე,

ანიკა



_OTHER BLOGPOSTS_