We use proprietary and third party cookies to improve your experience and our services, as well as to display advertising from our website or third party websites based on an analysis of your browsing habits. If you continue browsing, we shall consider that you accept their use. For more information see our Privacy Policy
Accept

ვცდით კომპაქტურ პუდრებს

_from blog_:
_January_ 21, 2015
_by_ Anika
ანიკას ბლოგის მკითხველებთან ერთად პერიოდულად სხვადასხვა კოსმეტიკურ თუ პარფიუმერულ სიახლეებს ვტესტავთ ხოლმე - დღეს კომპაქტური პუდრის დღეა და მინდა თქვენთან ერთად რამდენიმე ახალი პროდუქტი გამოვიკვლიოთ.

Retouching by David A Rogers. 727 366 8426

Smashbox Photo Filter - პუდრა საკმაოდ კომფორტულადაა მოთავსებული ოთხკუთხედ, შავ შეფუთვაში: ტონალური ცალკე განყოფილებაში, წასასმელი ღრუბელი კი ცალკე და სარკეც თავისთავად თან ახლავს. ეს ახალი პროდუქტი შუქის ფილტრის ტექნოლოგიით გამოირჩევა, რაც იმას ნიშნავს, რომ პუდრაში შემავალი გამჭვირვალე ფილტრები შუქს სხვადასხვაგვარად ირეკლავენ, რისი წყალობითაც თქვენი კანი იდეალურ ფორმაში იქნება ფოტოგადაღებისთვის. ორმხრივი ღრუბელი შესაძლებლობას იძლევა, კანზე პუდრა განსხვავებული სიმჭიდროვით გადავისვათ: ხავერდოვანი მხარე შედარებით ბუნებრივი, მსუბუქი დაფარვისთვის, ხოლო სრიალა მხარე - შედარებით მჭიდრო დაფარვისთვის.

MAC Studio Sculpt Defining Powder

MAC Studio Sculpt Defining Powder - ძნელია MAC არ გიყვარდეს არა მხოლოდ ხარისხის და ფანტასტიური არჩევანის, არამედ იმის გამოც, რომ მუდმივად ზრუნავენ მომხმარებლისთვის მაღალტექნოლოგიური პროდუქტების შესათავაზებლად. პუდრა მაკისთვის დამახასიათებელ შეფუთვაშია მოთავსებული: ღრუბელს და სარკეს აქ ვერ შეხვდებით. რაც შეეხება თავად პროდუქტის კონსისტენციას: ის სხვა პუდრებისგან განსხვავებულია სიმსუბუქით და მკვრივი დაფარვით. იმდენად უჩვეულოა ეს პუდრა, რომ წასმისას ნამდვილად ვერ გრძნობთ, რომ რამეს ისვამთ სახეზე. თანაც, არაჩვეულებრივად ნიღბავს მცირედ ხარვეზებს კანზე, იდეალურად ათანაბრებს სახის ფერს და სატინისმაგვარ შეგრძნებას გიტოვებთ სახეზე საბოლოოდ - ძალიან სასიამოვნოა! მინუსად შეიძლება ითქვას, რომ როგორც ყველა პროფესიონალური ხაზის პუდრა, ესეც აშრობს კანს, მაგრამ სხვა მხრივ, შედეგით ნამდვილად კმაყოფილი დარჩებით.

CM2132VY_3

Vichy Teint Ideale - ლამაზი შეფუთვის წინაშე უძლური თუ ხდებით და კოსმეტიკას ხშირად სწორედ რომ გამორჩეული ვიზუალის გამო იძენთ, მაშინ ვიშის ეს პუდრა თქვენი შენაძენის სიაში მარტივად აღმოჩნდება:ფრიად ლამაზი ოქროსფერი შეფუთვა აქვს, რომელშიც კოხტად არის მოთავსებული პუდრა და თეთრი, ქათქათა ღრუბელი. მწარმოებელი ამ შემთხვევაში ბუნებრივ, თანაბარ დაფარვას და ულტრაიისფერი სხივებისგან დაცვას გვპირდება. ერთადერთი, რამაც შეიძლება დაგაფიქროთ, პუდრას თანმდევი სპეციფიური სურნელია: ვერ ვიტყოდი, რომ უსიამოვნო, მაგრამ თუ თქვენ ჩემს მსგავსად სურნელოვანი დეკორატიული კოსმეტიკა არ გიყვართ, მაშინ შეიძლება თქვენთვის ეს შემაფერხებელი ფაქტორი აღმოჩნდეს.

მომდევნო პოსტამდე,

ანიკა

_OTHER BLOGPOSTS_