We use proprietary and third party cookies to improve your experience and our services, as well as to display advertising from our website or third party websites based on an analysis of your browsing habits. If you continue browsing, we shall consider that you accept their use. For more information see our Privacy Policy
Accept

ვცდით სახის გამწმენდ ნიღბებს

_from blog_:
_January_ 15, 2015
_by_ Anika
არ ვიცი, სახლის კოსმეტიკურ არსენალში ვის რამდენი და რა ტიპის ნიღაბი გაქვთ, მაგრამ ერთი ხარისხიანი და ეფექტური გამწმენდი ნიღაბი აუცილებლად რომ უნდა იქონიოთ, ეს კარგად ვიცი. ამიტომაც, დღეს რამდენიმე ასეთი ნიღაბი დავტესტოთ და შემდეგ თქვენ გადაწყვიტეთ, რომლის შეძენა ღირს და რომლის არა.

32047_A1.psd

L'occitane-ის დამატენიანებელი ნიღაბი "Angelica" - მსუბუქი, კრემისებური ტექსტურა აქვს და ზომიერი, ძალიან სასიამოვნო სურნელით გამოირჩევა. როგორც მწარმოებელი გვარწმუნებს, ნიღაბი იდეალური შველაა ცივ ამინდში გამომშრალი, გაუწყლოვანებული კანისთვის - ის ანგელიკას მცენარის წყალი და მცენარეული შაქარი კანს სინოტივის ნაკლებობის დაძლევაში ეხმარება. ნიღაბი ინსტრუქციის თანახმად, 3 წუთით უნდა გაიჩეროთ, თუმცა იდეალური ეფექტისთვის ვფიქრობ, 10-15 წუთი უკეთესი იქნება.

400x400_1_7ddf3520aefa359ba192ffad3283318c@400x400_0x59f91261_6254274461421931999

Darphin Purifying Aromatic Clay Mask - ეს ნიღაბი პრობლემური კანისთვის არის განკუთვნილი: დაპირების მიხედვით, ის კანს კარგად ასუფთავებს დაბინძურებისგან, ამშვიდებს მას და დაღლილ კანს ჯანმრთელ იერს უბრუნებს. ეს მსუბუქი ნიღაბი არ აშრობს კანს, იდეალურად ატენიანებს მას და ფრიად სასიამოვნო, არამძაფრი არომატი აქვს.

400x400_1_ed397e54d2a23416db4559f162919efc@400x400_0x59f91261_2359008021421932301



Nuxe-ის ეს თიხის ნიღაბი მგრძნობიარე - მშრალიც და ცხიმიანიც - კანისთვისაა განკუთვნილი. თუ ხშირ შემთხვევაში, თიხის ნიღაბი სახის კანს აშრობს, ეს ნიღაბი ასეთ შეგრძნებას ნამდვილად არ მოგგვრით. 92%-ით ნატურალური ინგრედიენტებისგან შემდგარი პროდუქტი კაოლინზე, ვარდის, როზმარინის და ლავანდის ეთერზეთებზეა დამზადებული და ღვთაებრივი არომატი აქვს. ტექსტურა საკმაოდ უცნაურია შეხებისას: ზეფირს მოგაგონებთ, თუმცა, როგორც კი მის სახეზე წასმას მოახერხებთ, ის ადვილად და მსუბუქად ნაწილდება კანზე. ნიღაბი წაისვით საშუალო სისქეზე და 10 წუთი გაიჩერეთ.

400x400_1_77b04d33f9b2a2fbadb7dc4ba5d176a5@400x400_0x59f91261_7023402741421934497

Herbal Lavender Repair Mask - ეს ნიღაბი კომბინირებული კანისთვისაა: ის ანთებით ზონებს აცხრობს, კარგად ასუფთავებს კანს და აღმდგენი ფუნქციაც გააჩნია. ნიღაბი როზმარინის და ლავანდის ეთერზეთებს შეიცავს და სასიამოვნო მცენარეული სურნელი აქვს. მისი გამოყენების შემდეგ კანი საოცრად ხავერდოვანი და რბილი ხდება, ხოლო თუ ანთებით ზონებზე გინდათ ეფექტის მიღება, ასეთ შემთხვევაში ნიღაბი პრობლემურ მონაკვეთებზე უნდა წაისვათ და მთელი ღამით დაიტოვოთ.

მომდევნო პოსტამდე,

ანიკა

_OTHER BLOGPOSTS_