ბლოგი:
აპრილი 02, 2015
ავტორი Anika
მაკიაჟის მოსაცილებელი საშუალებების მიმართ წლების განმავლობაში ჩამოყალიბებული ჩვევები მაქვს: სახის მაკიაჟს მხოლოდ ჩამოსაბანი გელით თუ სხვა სითხით ვიცილებ - წყლის გარეშე ეს პროცედურა ჩემთვის წარმოუდგენელია. რაც შეეხება თვალის მაკიაჟს, აქ უკვე წყლის გარეშე ვართმევ თავს: ხარისხიანი და ეფექტური თვალის მოსაშორებელი სითხე ჩემი საუკეთესო მეგობარია. პირადად მე წყლის კონსისტენციის თხევადი სითხეები მიყვარს და რძის სახით არსებულ სქელ პროდუქტებს ვერ ვხმარობ თვალისთვის. თუმცა, ეს ყველაფერი გემოვნების და ჩვევის ამბავია. დღეს მინდა სხვადასხვა კოსმეტიკური ბრენდების პროდუქტები მიმოვიხილოთ, რომლებიც კონკრეტულად თვალის ზონიდან მაკიაჟის მოცილებისთვისაა განკუთვნილი.
გარნიეს ექსპრეს ლოსიონი თვალის მაკიაჟის მოსაცილებლად და წამწამების გასამაგრებლად - რეალურად, დემაკიაჟის გარდა, ეს პროდუქტი სხვა სასარგებლო თვისებითაც გამოირჩევა: ის წამწამებს ამაგრებს და ზემოქმედებისდამი გაცილებით გამძლეს ხდის.
მაკიაჟის მოსაცილებელი ნაზი სითხე Purete Thermale, Vichy მგრძნობიარე თვალებისთვის, რომელიც მსუბუქად ასუფთავებს თვალის ირგვლივ ზონას მაკიაჟის ნარჩენებისგან და დაბინძურებისგან. ამცირებს შეშუპებას, ატენიანებს კანს, გამოსადეგია კონტაქტური ლინზების მატარებლებისთვის და არ გამოდგება წყალგამძლე მაკიაჟის მოსაცილებლად.
შანელის ფირმის ორფაზიანი მაკიაჟის მოსაცილებელი Demaquillant Yeux Intense, Chanel სრულიად უპრეტენზია სითხეა (გამოცდილი მაქვს საკუთარ თავზე): მარტივად აშორებს მაკიაჟს, არ აღიზიანებს თვალებს, ატენიანებს და არბილებს თვალების ირგვლივ კანს. გამჭვირვალე ბოთლში ორი განსხვავებული ფერის და კონსისტენციის სითხეა მოთავსებული: ზედა, ზეთოვანი შრე მაღალი ხარისხის ზეთების ნაკრებია და მაკიაჟის მოცილების ფუნქცია აქვს, ქვედა შრე კი ვარდის და ღიღილოს (василек) წყლითაა გამდიდრებული და თვალის ზონას არბილებს.
Gentle Eye And Lip Makeup Remover, Sisley - ეს მსუბუქი, გამჭვირვალე სითხე იდეალურად აცილებს თვალის ირგვლივ და ტუჩებზე არსებულ მაკიაჟს, იდეალური კონტაქტური ლინზების მატარებლებისთვის და მგრძნობიარე თვალებისთვის. გვირილის, ღიღილოს, გარდენიას და ფორთოხლის ყვავილზე დამზადებული ლოსიონი მაკიაჟის და დაბინძურების მოცილებასთან ერთად, არ აღიზიანებს კანს და მაქსიმალურად უნარჩუნებს მას ელასტიურობას.
გერლენის ორფაზიანი დემაკიაჟის სითხე ეფექტურად ასუფთავებს თვალებს და ტუჩების ზონაში არსებულ მაკიაჟს, დაბინძურებას, მკვდარ უჯრედებს, ხსნის დაღლილობას და კანს ტენიანობის აუცილებელ დონეს უნარჩუნებს. შანელის პროდუქტის მსგავსად ეს სითხეს ორფაზიანია და არაჩვეულებრივად უმკლავდება როგორც მსუბუქ, ასევე წყალგამძლე მაკიაჟს.
მომდევნო პოსტამდე,
ანიკა