ბლოგი:
ნოემბერი 18, 2012
ავტორი Anika
უკვე დიდი ხანია იმაზე აღარ დაობენ, რომ ბალანსირებული, კარგად დაგეგმილი ვეგანური დიეტა ჯანმრთელობისთვის საშიში არ არის. უკანასკნელმა კვლევებმა დაადასტურეს, რომ ვეგეტარიანელებში ნაკლებად ვლინდება გულსისხლძარღვთა დაავადებები და დიაბეტი, ასევე ნაკლებია სიმსივნური დაავადებების რისკი.
ვეგეტარიანელების უმრავლესობა ცხოველების უფლებების დამცველები არიან და ამასთანავე არ მოიხმარენ ცხოველურ კოსმეტიკურ ნაწარმს და სამოსს, თუმცა ამერიკაში ძალიან ბევრი ქალი ხორცზე წონაში დაკლების მიზნითაც ამბობს უარს.
ლოს-ანჯელესის კვების აკადემიის ნუტრიციოლოგი ვანდანა შესი ამბობობს, რომ მაშინ როცა ადამიანები გააზრებულად არ დგამენ ამ ნაბიჯს, ისინი მათ ჯანმრთელობას საშიშროების წინაშე აყენებენ. ისეთ დიდი ქალაქებშიც კი, როგორებიც არის ნიუ-იორკი, ლოს ანჯელესი და ჩიკაგო ვეგეტარიანული რესტორნები და კაფეები ჯერ კიდევ იშვიათია, შესაბამისად ამ ადამიანებს ხშირად უწევთ არაჯანსაღი პროდუქტის მიღება, მათ შორის არის სოიოს ღვეზელი და ხელოვნური ყველი.
პროფესორი სტელა ვულფი ამბობს, რომ ვეგეტარიანელს ძალიან ბევრი დროის ხარჯვა სჭირდება იმაზე, თუ რა ჭამოს. მუდმივად უნდა ზრუნავდეს თავისი რაციონის მრავალფეროვნებაზე, რადგან ორგანიზმს არ მოაკლდეს, რკინა, კალციუმი, ომეგა 3 და აუცილებელი ვიტამინები. ეს ყველაფერი კი, თავის მხრივ, საჭირო ენერგიის და კარგი განწყობის შესანარჩეუნებლად არის მნიშვნელოვანი.
პროფესიონალი მორბენალი 30 წლის დევონ ქროსბი ლემსი ამბობს, რომ ვეგეტარიანელობის პირველი 6 თვე თავს შესანიშნავად გრძნობდა. თუმცა მომდევნო თვეებში მუდმივი სისუსტე, კუნთების განლევა და წონაში მომატება დაეწყო. მისი ორგანიზმის ალერგიულიულობის გამო, ერთფეროვანმა რაციონმა სპორტსმენი ჯანმრთელობის გაუარესებამდე მიიყვანა.
რაციონის რადიკალური შეცვლა, იქნება ეს ვეგეტარიანელობა, თუ უბრალოდ მკაცრი დიეტა, მოითხოვს ძალიან ძლიერ ფსიქოლოგიურ მზადყოფნას. რომელიმე კონკრეტული ჯგუფის საჭმელზე უარის თქმა ორგანიზმში ხშირად იწვევს დაუკმაყოფილებლობის გრძნობას, შესაბამისად, ადამიანები იწყებენ მოუწესრიგებელ კვებას - ამბობს ამერიკელი ფსიქოლოგი სუზან ალბერსი.
“არანაირი პრობლემა არაა იმაში, რომ თავიდან უბრალოდ ცადო ვეგეტარიანელობა, თუმცა დაუგეგმავად ამ ყველაფერმა შეიძლება თქვენი ჯანმრთელობა საფრთხის წინაშე დააყენოს. თავიდან მიმართეთ ექიმ-ნუტრიციოლოგს ან თქვენს პირად ექიმს და მიყევით მათ რჩევებს” ამბობს სუქან ალბერსი.
ასე, რომ ვიდრე ამ ნაბიჯს გადადგამთ და ვეგეტარიუანულ ცხოვრების წესს აირჩევთ, კარგად გაიაზრეთ ეს საკითხი და ექიმთანაც გაიარეთ შესაბამისი კონსულტაცია.
მომდევნო პოსტამდე,
ანიკა