We use proprietary and third party cookies to improve your experience and our services, as well as to display advertising from our website or third party websites based on an analysis of your browsing habits. If you continue browsing, we shall consider that you accept their use. For more information see our Privacy Policy
Accept

Victoria's Secret-ის მოდელების ფიტნეს ინსტრუქტორის დიეტასთან დაკავშირებული რჩევები

_from blog_:
_June_ 05, 2017
_by_ Anika
დღევანდელ ბლოგ-პოსტში, Victoria's Secret-ის მოდელების - ირინა შეიკის, მირანდა კერის, ლილი ოლდრიჯის, კენდის სვეინეპოლის საყვარელი ფიტნეს ინსტრუქტორის, ჯასტინ გელბანდის სასარგებლო რჩევებს გაგიზიარებთ, დიეტასთან და კვების სწორ არჩევანთან დაკავშირებით.

გელბანდის თქმით, სასურველი ფორმების მისაღწევად მხოლოდ ვარჯიში ვერანაირად გვიშველის, თუ კვების სათანადო რეჟიმიც არ შევარჩიეთ - სპორტულ დარბაზში გატარებული დრო რეალურად, კვების შედეგების გამყარებაში და კუნთოვანი მასის ზრდაში გვეხმარება. მისი აზრით, წარმატების 85% თქვენს მიერ მიღებულ საკვებზე - კვების რეჟიმზეა დამოკიდებული.

გელბანდი ყველაზე ეფექტიან კვების რეჟიმად პალეოდიეტას მიიჩნევს, რომელიც ნახშირწყლების დაბალი შემცველობის პროდუქტებს და დიდი ოდენობით ცხიმს გულისხმობს. ამ რეჟიმის დროს რაციონში შედის ბოსტნეული, ხილი, თევზი, ხორცი, თხილეული და მცენარეული ზეთები. რძის პროდუქტები, ბურღულეული, შაქარი და ალკოჰოლი ამ დროს აკრძალულია.

ფიტნეს-გურუს თქმით, თავადაც ამ კვების რეჟიმს იცავს და დილას ომლეტით და ცილოვანი კოქტეილით იწყებს. ის ნაკლებეფექტიანად მიიჩნევს დეტოქს და წვენების დიეტას და თვლის, რომ საკვები ენერგიის წყარო უნდა იყოს, ამიტომაც, შიმშილი სასტიკად აკრძალულია. რეალურად, თუ ორგანიზმის დღის განმავლობაში 1200 კილოკალორიაზე ნაკლებს იღებს, ის მომენტალურად ანელებს მეტაბოლიზმს, რის შედეგადაც საპირისპირო შედეგს ვიღებთ.

პალეოდიეტის დროს საკვების მოსამზადებლად რეკომენდებულია ცივი დაწურვის ზეითუნის ზეთის და ქოქოსის ზეთის გამოყენება. წყალი ამ დროს მთავარი სასმელია, რომელიც ორგანიზმს სასარგებლო ნივთიერებების ათვისებაში ეხმარება. ამ რეჟიმის დროს მისაღებია მწვანე და მცენარეული ჩაების მირთმევა,მხოლოდ შაქრის გარეშე. სრულად გამორიცხულია ბურღულეული, პურ-ფუნთუშეული, რძის პროდუქტები, პარკოსნები (ლობიო, მწვანე ლობიო), ასევე კარტოფილი. "შავ სიაშია" შეტანილი ყავაც და შავი ჩაიც, ასევე ნებისმიერ ტიპის ალკოჰოლური სასმელი.

_OTHER BLOGPOSTS_