წინამდებარე ვებ-გვერდი იყენებს „ქუქის“ და ინფორმაციის შეგროვების სხვა საშუალებებს. წინამდებარე ვებ-გვერდის შემდგომი გამოყენებით თქვენ აცხადებთ თანხმობას, გამოიყენოთ „ქუქის“ და სხვა შესაბამისი საშულებები. კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დადასტურება

ვიკვლევთ ახალ პროდუქტს: Divine Immortelle L’Occitane-გან

ბლოგი:
სექტემბერი 18, 2013
ავტორი Anika
ზაფხულთან, მზესთან და ხმელთაშუაზღვის პირას გატარებულ ცხელ დასვენების დღეებთან გამომშვიდობება არც თუ მარტივი საქმე იყო. წინ ცივი და ნაცრისფერი ზამთრის მოლოდინიც განწყობას ნაკლებად თუ გამოასწორებს. თუმცა, ვისაც ხმელთაშუაზღვასთან განსაკუთრებულად სასიამოვნო მოგონებები გაკავშირებთ, გეტყვით, რომ ამ ადგილთან სასარგებლო ნოტაზე ურთიერთობის გაგრძელება თბილისიდან გაუსვლელადაც არის შესაძლებელი. ამაში კი ცნობილი პროვანსული კოსმეტიკური ბრენდი L’Occitane დაგეხმარებათ, რომელიც პროდუქციას ექსკლუზიურად ხმელთაშუაზღვისპირეთის მცენარეებიდან აწარმოებს.

ზედა პროვანსის ალპური ნაწილიდან მიღებული ლავანდა და ნუში, ლიუბერონის ალუბალი, ანგელიკა და ვერბენი დრომიდან: “ვინაიდან ფაქტობრივად, ჩვენს თვალწინ არსებული მცენარეების საფუძველზე ვმუშაობთ, ამდენად გვაქვს იმის ფუფუნება, რომ ამ მცენარეებს მათ ბუნებრივ გარემოში დავაკვირდეთ და შევისწავლოთ ისინი,” ამბობს L’Occitane-ის ბრენდის დამფუძნებელი ოლივიე ბოსანი, “განსაკუთრებულ ყურადღებას კი უნიკალური თვისებებით გამორჩეული მცენარეები იპყრობენ.” მაგალითად, უკვდავას მცენარე, რომელიც მისი მოწყვეტიდან წლების განმავლობაშიც კი ინარჩუნებს თავის იერსახეს და არ ჭკნება”. სწორედ ამ უკვდავას საფუძველზე შექმნა L’Occitane-მა ორი ასაკსაწინააღმდეგო ხაზი. პირველი ხაზი, სახელწდებით Précieuse Immortelle 2002 წელს გამოჩნდა და 30 წელს ზემოთ კანისთვის იყო განკუთვნილი, 2011 წელს კი 50 წელს გადაცილებული ქალბატონებისთვის შექმნა Divine Immortelle-ის ხაზი. ამ შემოდგომის სეზონზე კი ბრენდმა ეს ხაზი განახლებული და გაუმჯობესებული შემადგენლობით წარმოგვიდგინა.

როგორ მოქმედებს საცხი? - უკვდავას ყვავილისგან მიღებული ეთერზეთი შეიცავს ნერილაცეტატის ნივთიერებას - ეს უკანასკნელი უჯრედების აღდგენას უწევს სტიმულირებას. როგორც წესი, მისი კონცენტრაცია მცენარეში 15%-ს არ აღემატება, თუმცა კორსიკის კუნძულზე არსებულ უკვდავას ყვავილებში ნერილაცეტატის შემცველობა 50%-ს აღწევს. ამას გარდა, Divine Immortelle-ის შემადგენლობაში შესულია კორსიკული მირტის ეთერზეთი, რომელიც სხვა დანარჩენ ინგრედიენტებთან ერთად “მრავალწლიანობის ცილის” - სირტუინის გამომუშავებაში ეხმარება კანს, რის შედეგადაც კანის უჯრედების სიცოცხლისუნარიანობა ხანგრძლივდება.

რა შედის განახლებულ საცხში? - ამ შემოდგომაზე შეძენილ Divine Immortelle-ის შემადგენლობაში უკვე თაფლს, ჭაობის სამყურას, ზიზილას (მარგარიტკა), ჰიალურონის მჟავას და საღამოს პრიმულას და მჭადა სოკოს ზეთებს შეხვდებით. ეს ყველა კომპონენტი გაერთიანებული ძალებით ებრძვის დაბერების უმთავრეს მიზეზს - დნმ-ის უჯრედების დაზიანებას.

გამოყენება - ამ ხაზის გამოყენება 50 წელს გადაცილებული ქალებისთვის არის რეკომენდირებული, თუმცა, ექიმი-კოსმეტოლოგები მათ გამოყენებას სეზონიდან ახალ სეზონზე გარდამავალ პერიოდში, კურსის სახითაც გვირჩევენ.

მოსალოდნელი ეფექტი - განახლებულ ხაზში შემავალი ტონიკი Divine Lotion, შრატი Divine Extract, საცხი Divine Cream и თვალის ბალზამი Divine Eyes აგვარებს კანის სიმშრალის პრობლემას, ასწორებს მცირე და ამცირებს ღრმა ნაოჭებს, აფერმკრთალებს პიგმენტაციას და საერთო ჯამში, აუმჯობესებს სახის ფერს.

მომდევნო პოსტამდე,

ანიკა





 

მსგავსი ბლოგები