We use proprietary and third party cookies to improve your experience and our services, as well as to display advertising from our website or third party websites based on an analysis of your browsing habits. If you continue browsing, we shall consider that you accept their use. For more information see our Privacy Policy
Accept

ვინ არიან კრისტალი-ბავშვები?!

_from blog_:
_June_ 28, 2017
_by_ Anika
ეზოთერიკით გამორჩეულად დაინტერესებული არასდროს ვყოფილვარ, თუმცა ინდიგო-ბავშვების შესახებ, ისევე როგორც ბევრ თქვენგანს, ცოტა მეც მსმენია და წამიკითხავს. პირველად ინდიგო-ბავშვებზე 1960-იანი წლების შემდეგ ალაპარაკდნენ - ეს ის დრო იყო, როცა მოდაში შემოვიდა ბიოენერგეტიკით ექსპერიმენტები და ადამიანის აურის სხვადასხვა ფოტომოწყობილობებით გამოკვლევა. გავრცელებული აზრით, ასეთი ბავშვები მასიურად 1975 წლიდან მოყოლებული იბადებიან, მათ ინდიგოს შეფერილობის აურა აქვთ და "განსხვავებულები" არიან. რაში გამოიხატება ეს განსხვავებულობა? იოგებს თუ დავუჯერებთ, ინდიგო-ბავშვებს განსაკუთრებული ინტუიცია და სიბრძნე ახასიათებთ. შესაბამისად, მათ საშუალოზე მაღალი IQ მონაცემები აქვთ, განვითარებული აქვთ ლოგიკა და ანალიტიკური უნარები, თავისებურად აღიქვამენ გარე სამყაროს, რიგ შემთხვევებში შესაძლოა ასოციალურები იყვნენ ან საპირისპიროდ, ჰიპერაქტიურები. ისინი უარყოფენ სტერეოტიპებს, არ ემორჩილებიან ავტორიტეტებს და ისწრაფიან დამოუკიდებლობისკენ. არსებობს მოსაზრება, რომ სწორედ ინდიგო თაობის ბავშვების არასტანდარტული აზროვნების თუ მიდგომების გამო მოხდა მსოფლიოში ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში დიდი ტექნოლოგიური წინსვლები თუ აღმოჩენები და ინდიგოს ტიპს ფსიქოლოგები სხვა დანარჩენებს შორის მიაკუთვნებენ სტივ ჯობსს, მარკ ცუკერბერგს, ბარაკ ობამას და ჯონი დეპს.

ინტერნეტში გამოქვეყნებულ სხვადასხვა პუბლიკაციებს თუ გადაიკითხავთ, მიხვდებით, რომ რეალურად, ინდიგო-თაობა მხოლოდ საწყის ეტაპად აღიქმება და მას კიდევ უფრო დიდი, გლობალური ტალღა მოსდევს - "კრისტალის-ბავშვების" თაობა. როგორც ამბობენ, ეს თაობა სათავეს 1995 წლიდან მოყოლებული იღებს და მის წარმომადგენლებს გარდამავალი პასტელური ფერების აურა აქვთ, სადაც იასამნისფერი ტონალობა ჭარბობს. ამ თაობას გამოკვეთილი სპირიტუალური ინტერესები და შესაძლებლობები აქვთ. როგორც ერთ-ერთი ამერიკელი ბავშვთა ფსიქოლოგი წერს, დაკვივევების და შესწავლის შედეგად შეიძლება ითქვას, რომ ხშირ შემთხვევაში, კრისტალი-ბავშვები გვიან იწყებენ ლაპარაკს, თუმცა კომუნიკაციის პროცესში არავითარი პრობლემა არ აქვთ, ვინაიდან გარშემომყოფები მათ უთქმელადაც უგებენ. ამ თაობის ბავშვები ძალიან სენსიტიურები არიან, ადვილად გრნძობენ სხვების განწყობას, ენერგიით იმუხტებიან მარტოობის მდგომარეობაში, ცხოველებთან ან ბუნებასთან ურთიერთობისას, თუმცა ადვილად კარგავენ ენერგიას ისეთ ადგილებში, სადაც ბევრი ადამიანი იყრის თავს. კრისტალ-ბავშვებს, როგორც ამბობენ, ძლიერი ემპათიის გრძნობაც გამოარჩევთ: მათი თქმით, ისინი ცხოველის და მცენარის ტკივილს გრძნობენ და განიცდიან. არაერთი მშობლის განცხადებით, მათ შვილებს სწავლის საჭიროება არ აქვთ.

_OTHER BLOGPOSTS_