წინამდებარე ვებ-გვერდი იყენებს „ქუქის“ და ინფორმაციის შეგროვების სხვა საშუალებებს. წინამდებარე ვებ-გვერდის შემდგომი გამოყენებით თქვენ აცხადებთ თანხმობას, გამოიყენოთ „ქუქის“ და სხვა შესაბამისი საშულებები. კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დადასტურება

ვირჩევთ ტუჩის დამცავ ბალზამს ზამთრისთვის

ბლოგი:
ნოემბერი 20, 2014
ავტორი Anika
განსაკუთრებული სერიოზულობით ტუჩის ბალზამის შერჩევას არასდროს მივდგომივარ, მეტწილად „ბარემ ხელს გავაყოლებ“ პრინციპით ვყიდულობდი ხოლმე. გასულ წლებში მიმართლებდა და "ხელს გამოყოლებული" ბალზამებით კმაყოფილი ვრჩებოდი, აი წელს კი უკვე ნაკლებ იღბლიანი აღმოვჩნდი ამ მხრივ და კარგი გაკვეთილიც მივიღე: ასე აფთიაქში ნაუცბადევად შერჩეული ესპანური ბრენდი Ia-ს დამცავი ბალზამი მინიმალურად ეფექტური გამოდგა. მიუხედავად იმისა, რომ ალოეს შეიცავს და SPF 20-იც გააჩნია, სამწუხაროდ დატენიანების მხრივ დიდ ხანს ვერ ძლებს: სიცივეებში გამთბარ შენობებში და გარეთ ყოფინისას, ხშირ-ხშირად მიწევს გადასმა, რისი პრობლემაც წინა Uriage-ის დამცავი ბალზამის დროს არასდროს მქონია - ნამდვილად დიდ ხანს მიძლებდა და კარგადაც ატენიანებდა ტუჩებს. ამიტომაც, საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე, გირჩევთ, არ დაიზაროთ და სათანადოდ შეარჩიეთ დამცავი ბალზამი, რამდენიმე ალტერნატივას კი დღევანდელ პოსტში შემოგთავაზებთ.

Lancaster-ის ულტრადამატენიანებელი დამცავი ბალზამი Aquamilk - როგორც ამბობენ, ეს ბალზამი ყველაზე გამომშრალ და მგრძნობიარე ტუჩის კანსაც იდეალურად ატენიანებს და ხანგრძლივად უზრუნველყოს დატენიანებას. ამას გარდა, სიმშრალისგან ტუჩებზე გაჩენილ პატარ-პატარა აქერცლილ მონაკვეთებსაც სწრაფადვე შველის თურმე, ასე რომ მგონი, პროდუქტი ცდად ნამდვილად უნდა ღირდეს.

450x405_0xd42ee42a_18793919181416516056

Caudalie-ის Soin de Levres/Lip Conditioner 99.5%-ით ნატურალური ინგრედიენტებისგან შედგენა და იდეალური არჩევანი იქნება მათთვის, ვისაც ბუნებრივი კოსმეტიკა უყვარს. კარიტეს ზეთზე და ყურძნის პოლიფენოლებზე დამზადებული გამჭვირვალე, კლასიკური გაგებით ჰიგიენური პომადა ტუჩს ეფექტურად კვებავს და ატენიანებს დღის განმავლობაში და ვანილის სასიამოვნო, მსუბუქი სურნელი აქვს.

259x567_0xd42ee42a_15195992101416515249

L’Occitane-ის Lip Balm Vanilla Bouquet ასევე კარიტეს ზეთზეა დამზადებული, რომელიც ტუჩის კანს დატენიანებასა და დარბილებასთან ერთად აღადგენს კიდეც, ტკბილი სურნელების მოყვარულებს კი დამატებით ბალზამის ვანილის არომატით შეგიძლიათ ისიამოვნოთ.

Givenchy Hydra Sparkling ტუჩების და ლოყების ბალზამი (არ მოგესმათ, ეს ბალზამი რუჟის სახითაც გამოიყენება ლოყებზე!) ოდნავ ვარდისფერი შეფერილობისაა და ტუჩებს ვიზუალურ მოცულობას მატებს. ბალზამი დიდი ხნით ატენინებს კანს და ზომიერ მბზინვარებასაც ანიჭებს ტუჩებს.

500x580_0xd42ee42a_2802686831416515211

ეკო-ბრენდი Weleda-ს ჰიგიენური პომადა რამდენიმე ტიპის ცვილის და ვარდისგან მზადდება და ტუჩებზე გულვ ფენად ნაწილდება: ვისაც მბზინვარება გიყვართ, ეს ბალზამი თქვენთვის არ იქნებოდა კარგი არჩევანი. არომატი საკმაოდ სპეციფიური აქვს, ასე რომ შეძენამდე, კარგად შეათვალიერეთ.

202x530_0xd42ee42a_18255410491416516336

და ბოლოს, კიდევ ერთი ეკო-ბრენდის პროდუქტი - Yves Rocher-ს ბალზამი თაფლით და მიუსლით - ნუ შეგეშინდებათ, ტუჩებზე მიუსლის ნაკვალევი არ დაგრჩებათ! 99%-ით ბუნებრივი ინგრედიენტებისგან შემდგარი ბალზამი შიგნიდან კვებავს ტუჩის კანს და იდეალურად ატენიანებს, არ გააჩნია ინტენსიური სურნელი და ხაზს უსვამს ტუჩის ბუნებრივ ფერს - აღწერილობის მიხედვით არ უნდა იყოს ურიგო არჩევანი!

მომდევნო პოსტამდე,

ანიკა









მსგავსი ბლოგები