წინამდებარე ვებ-გვერდი იყენებს „ქუქის“ და ინფორმაციის შეგროვების სხვა საშუალებებს. წინამდებარე ვებ-გვერდის შემდგომი გამოყენებით თქვენ აცხადებთ თანხმობას, გამოიყენოთ „ქუქის“ და სხვა შესაბამისი საშულებები. კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დადასტურება

ვირჩევთ ხელის საცხს

ბლოგი:
ივლისი 24, 2013
ავტორი Anika
ტყუილად კი არ ამბობენ, ხელები ქალისთვის სავიზიტო ბარათიაო. ფოლკლორი ფოლკლორად დარჩეს და ხელების მდგომარეობა მართლაც რომ მარტივად  გასცემს ინფორმაციას ქალის ცხოვრების სტილზე, მის მოდურ მისწრაფებებზე და რაც მთავარია, მის ასაკზე. ამიტომაც, ხელების მოვლის უგულვებელყოფა და მისთვის არასათანადო ყურადღების დათმობა მოგვიანებით აუცილებლად არასასიამოვნო სიურპრიზად დაგხვდებათ წინ. მოკლედ, იმის თქმა მინდოდა, რომ თუ ადრე ამაზე სათანადოდ არ გიფიქრიათ, ახლა მაინც გადახედოთ თქვენს პრიორიტეტებს თავის მოვლის მიმართულებით და ხელებს კუთვნილი, საპატიო ადგილი გამოუყოთ.

მოდით დღევანდელ პოსტში საგანგებოდ ხელის მოვლისთვის განკუთვნილ რამდენიმე პროდუქტს გადავხედოთ.

La-Prairie-Cellular-Hand-Cream_image_305_392

La Prairie, Cellular Hand Cream - პრემიალური შვეიცარული კოსმეტიკა La Prairie ე.წ. “ბესტსელერ” პროდუქტებს უნიკალური ინგრედიენტების ხარჯზე ქმნის. ეს კონკრეტული ხელის საცხი უჯრედოვან კომპლექსს შეიცავს და კანის დაბერების სიმპტომებს ეფექტურად ებრძვის. მართალია, Cellular Hand Cream-ის ფასი ბევრ სხვა მონათესავე პროდუქტს გაცილებით აღემატება, მაგრამ მას ის პლიუსი აქვს, რომ ამ საცხის მხოლოდ ერთი წვეთიც კი საკმარისია კანის სრულყოფილი მოვლისთვის. წყალმცენარეების, მინერალების და ალფა-ჰიდროქსიმჟავების ინტენსიური ფორმულა ხელის კანიდან მსუბუქად იღებს მკვდარ უჯრედებს, საცხის დამნამავი კომპლექსი კი ერთგვარ უხილავ ბარიერს ქმნის, რომლის წყალობითაც ფერხდება კანის მიერ ბუნებრივი ტენიანობის დაკარგვა. La Prairie-ის ექსკლუზიური კომპლექსი კი კანს კვებავს და მას აუცილებელი ენერგიით ავსებს.

Clinique-Deep-Comfort-Hand-and-Cuticle-Cream_image_305_392

Clinique Deep Comfort Hand and Cuticle Cream - მიყვარს ამ ბრენდის პროდუქცია, მისი ხარისხის და ხელმისაწვდომი ფასების გამო. თუმცა, ეს ხელის საცხი ჯერ არ გამომიცდია. მასზე ინფორმაცია რომ მოვიძიე, შემდეგი რამ გამოვარკვიე: ეს მსუბუქი საცხი არამარტო სწრაფად აღადგენს ხელის კანის მდგომარეობას, არამედ აუცილებელ კვებას აწვდის ნუნებსაც. განსაკუთრებით კომფორტულია ის გარემოება, რომ ამ საცხის წყალობით, ხელები 12 საათის განმავლობაში დატენიანებულია, მისი დამცავი ბარიერი კი გაძლიერებული.

La-Roche-Posay-Lipikar-Xerand-Hand-Repair-Cream_image_305_392

La Roche-Posay, Lipikar Xerand Hand Repair Cream - ეს საცხი იდეალურია მგრძნობიარე და ალერგიული კანის შემთხვევაში. საცხი კანის დამცავ ჰიდროლიპიდურ ფენას ადვილად აღადგენს და მომენტალურად ანიჭებს მას ხავედროვან ეფექტს. ის ადვილად ხსნის მშრალი კანისთვის დამახასიათებელ გაღეზიანებებს და ძალიან ადვილად იწოვება კანზე, ისე რომ არავითარ ზეთოვან თუ ცხიმიან შეგრძნებას არ ტოვებს.

Yves-Rocher-krem-dlya-ruk-i-nogtej-2-v-1-Pitatel-nyj_image_305_392

Yves Rocher-ს მკვებავი საცხი ხელისა და ფრჩხილებისთვის მსუბუქი, არაცხიმოვანი ტექსტურით გამოირჩვეა და კანს საჭირო დაცვას, კვებას და სასიამოვნო ბზინვარებას ანიჭებს. საცხის საუკეთესო თვისებები კი Organic Arnica-ს საფირმო კომპონენტის დამსახურებაა, რომელიც წითელ წიგნში შეტანილ უნიკალურ მცენარეს ეფუძნება.

მომდევნო პოსტამდე,

ანიკა

მსგავსი ბლოგები