წინამდებარე ვებ-გვერდი იყენებს „ქუქის“ და ინფორმაციის შეგროვების სხვა საშუალებებს. წინამდებარე ვებ-გვერდის შემდგომი გამოყენებით თქვენ აცხადებთ თანხმობას, გამოიყენოთ „ქუქის“ და სხვა შესაბამისი საშულებები. კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დადასტურება

ვიტამინები ლამაზი სახის კანისთვის

ბლოგი:
ნოემბერი 23, 2015
ავტორი Anika
ჯანსაღი კვება და დაბალანსებული რაციონი კანის სილამაზისთვის კოსმეტიკურ საშუალებებზე არანაკლებ მნიშვნელოვანი რომაა, ამაზე ჩვენს ბლოგში არაერთხელ გვისაუბრია. მაინც, რომელი ვიტამინები გვესაჭიროება საიმისოდ, რომ კანი მაქსიმალურად ჯანსაღად, ლამაზად და ახალგაზრდულად გამოიყურებოდეს:

დღეისთვის, ცნობილია 13 ვიტამინი, რომლებიც უჯრედების განახლებაში, ცხიმოვანი ჯირკვლების მუშაობაში, ნივთიერებათა ცვლაში და სხვა პროცესებში იღებენ მონაწილეობას:

A ვიტამინი - უჯრედების აქტიურობაზეა პასუხისმგებელი. მისი ნაკლებობა კანის სიმშრალეს და აქერცვლას იწვევს.

B ჯგუფის ვიტამინები (სულ 6 ვიტამინი) - ამ ჯგუფის ვიტამინები კანს ნაადრევი დაბერებისგან იცავენ, ფოლიუმის მჟავა (B12) კი გამონაყარის პრევენციაში გვეხმარება.

C ვიტამინი - კოლაგენის გამომუშავებას აძლიერებს, რაც საბლოო ჯამში კანის ტურგორს ზრდის - მარტივად რომ ვთქვათ მკვრივი კანის გარანტიაა.

D ვიტამინი კანის დაბერებას აფერხებს და იმავდროულად კანის სიმკვრივეს უზრუნველყოფს.

E ვიტამინი განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს მზის აქტიურ ფაზაში. ულტრაიისფერი სხივების გაუვნებელყოფა სწორედ მისი დახმარებითაა შესაძლებელი: თუ კანს E ვიტამინის დეფიციტი არ ექნება, ულტრაიისფერი სხივები მასზე უარყოფითად ვერ იმოქმედებენ.

K ვიტამინი პიგმენტაციის და არასასურველი ლაქების გაჩენის პრევენციაში დაგვეხმარება.

PP ვიტამინი უჯრედების განახლებას უწყობს ხელს და სახის კანის ჯანსაღ ფერს უზრუნველყოფს, ხოლო H ვიტამინის გარეშე ცხიმოვანი და ნახშირწყლების ცვლის პროცესები წარმოუდგენელია.

ამ ვიტამინების საჭირო რაოდენობით ორგანიზმის უზრუნველსაყოფად იდეალურია საკვები რაციონის გაკონტროლება - ხილის, ბოსტნეულის, თევზის, ხორცის, მარცვლეულის დაბალანსებულად მიღება და დამატებით, კონკრეტულად თქვენი საჭიროებისთვის მორგებული ვიტამინების კომპლექსის მიღება. დღეს აფთიაქებში საკმაოდ დიდი არჩევანია ისეთი ვიტამინების კომპლექსების, რომლებიც თმის, კანის და ფრჩხილებისთვის არის განკუთვნილი - გაიარეთ საჭირო კონსულტაცია ექიმთან და შემდეგ შეიძინეთ ასეთი პრეპარატი.

მომდევნო პოსტამდე,

ანიკა

მსგავსი ბლოგები